მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ნავთობის ფასმა 2022 წლის შემდეგ უმაღლეს ნიშნულს მიაღწია
ნავთობის ფასმა 2022 წლის შემდეგ უმაღლეს ნიშნულს მიაღწია

ნავთობის ფასმა 2022 წლის შემდეგ უმაღლეს ნიშნულს მიაღწია

BM.GE30 აპრილი, 2026, 11:00|bm.ge

ხუთშაბათს დილით ნავთობის ფასმა ბარელზე 123 დოლარს გადააჭარბა იმ ფონზე, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის პორტების ბლოკადის გახანგრძლივებას განიხილავს. როგორც CNN წერს, ეს 2022 წლის შემდეგ ნავთობის ფასის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

კერძოდ, ბრენტის (Brent) ნედლი ნავთობი ხუთშაბათს დილით 12%-ზე მეტით გაძვირდა და 126 დოლარს მიაღწია. ამერიკული ეტალონი - WTI-ის ნედლი ნავთობის ღირებულება კი 3%-ზე მეტით, ბარელზე 110 დოლარამდე გაიზარდა.

აშშ-ში ბენზინის საშუალო ფასმა ოთხწლიან მაქსიმუმს - დაახლოებით 4.23 დოლარს მიაღწია. ეს აშშ-ირანის ომით გამოწვეული ენერგეტიკული ფასების მკვეთრი ზრდის შედეგია, რამაც ფასები 27%-ზე მეტით გაზარდა.

ბოლო დღეებში გლობალური ნედლი ნავთობის ფასები აშშ-სა და ირანს შორის პირისპირ მოლაპარაკებების ჩაშლის გამო გაიზარდა, რადგან ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების კრიტიკული არხი - ჰორმუზის სრუტე - ფაქტობრივად კვლავ ჩაკეტილი რჩება.

CNN-ის ინფორმაციით, ტრამპმა თავის მთავარ მრჩევლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ სურს აშშ-ის საზღვაო ძალების მიერ ირანული პორტების ბლოკადა გაგრძელდეს. მისმა გუნდმა უკვე დაიწყო ამ გახანგრძლივების, მათ შორის ჰორმუზის სრუტის უფრო გრძელვადიანი ჩაკეტვისთვის ნიადაგის მომზადება.

ენერგეტიკული ბაზრის ანალიტიკური ფირმის, Vandan Insights-ის დამფუძნებლის, ვანდანა ჰარის თქმით, სანამ სრუტის გახსნის პერსპექტივა არ გამოჩნდება, ნავთობის ფასებს "ზრდის გარდა სხვა გზა არ აქვთ".

"ამჟამად მხოლოდ ვარაუდი შეგვიძლია, როგორ და როდის მოხდება ეს," - თქვა მან და დასძინა, რომ კიდევ რამდენიმე კვირით ჩიხში ყოფნა ტრამპს სავარაუდოდ არ მოეწონება.

რადგან ჰორმუზის სრუტე ბოლო ორი თვეა ფაქტობრივად ჩაკეტილია, ანალიტიკოსების თქმით, ენერგეტიკულ ბაზრებს მიწოდებისა და მოთხოვნის ნორმალური ბალანსის აღსადგენად შესაძლოა ერთი წელიც კი დასჭირდეს. ეკონომისტები ფიქრობენ, რომ თუ შეფერხება წლის მეორე ნახევარშიც გაგრძელდება, ამან შესაძლოა გლობალური რეცესია გამოიწვიოს.

ნავთობის ფასების ზრდასთან ერთად, მომხმარებლებს სავარაუდოდ გაუძვირდებათ ყოველდღიური პროდუქტებიც, რომელთა დასამზადებლადაც ენერგიაა საჭირო, ასევე ნავთობისგან მიღებული მასალები, როგორებიცაა პლასტმასი, სინთეტიკური რეზინი ან ტექსტილი. ბაზარზე არსებული ამჟამინდელი დეფიციტი უკვე ზღუდავს ისეთი ნივთების მიწოდებას, როგორიცაა სამედიცინო ხელთათმანები, მყისიერი ლაფშა და კოსმეტიკა - განსაკუთრებით აზიაში, რომელიც ენერგიის უდიდეს ნაწილს ყიდულობს და მსოფლიოს საქონლის უმეტესობას აწარმოებს.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველო ბოლო სამ წელში 58 ადგილით ჩამოქვეითდა|RSF

პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველო ბოლო სამ წელში 58 ადგილით ჩამოქვეითდა|RSF

BM.GE

თბილისში ავარიული კორპუსების ჩანაცვლებისთვის ₾24- მილიონიანი შესყიდვები გამოცხადდა

თბილისში ავარიული კორპუსების ჩანაცვლებისთვის ₾24- მილიონიანი შესყიდვები გამოცხადდა

BM.GE

რამდენი ეკონომიკური და სამეწარმეო დანაშაული დაფიქსირდა მარტში საქართველოში?

რამდენი ეკონომიკური და სამეწარმეო დანაშაული დაფიქსირდა მარტში საქართველოში?

BM.GE

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა

BM.GE