მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ნავთობის გაძვირების ფონზე, იაპონიის ეკონომიკა 0.1%-ით შემცირდა
ნავთობის გაძვირების ფონზე, იაპონიის ეკონომიკა 0.1%-ით შემცირდა

ნავთობის გაძვირების ფონზე, იაპონიის ეკონომიკა 0.1%-ით შემცირდა

BM.GE16 ნოემბერი, 2026, 20:47|bm.ge

2026 წლის მესამე კვარტალში იაპონიის მთლიანი შიდა პროდუქტი, წლიური გაანგარიშებით, 0.1%-ით შემცირდა. მთავრობის კაბინეტის წინასწარი მონაცემებით, კვარტალურ ჭრილში ეკონომიკური აქტივობა თითქმის უცვლელი დარჩა და კლებამ მხოლოდ 0.1%-ზე ნაკლები შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ ანალიტიკოსების ნაწილი საანგარიშო პერიოდში ეკონომიკის მცირე ზრდას პროგნოზირებდა. თუმცა, ეკონომიკური ვარდნა სამომხმარებლო ხარჯების კლებამ და ნავთობის იმპორტის გაძვირებამ გამოიწვია. კერძოდ, უამინდობისა და ფასების ზრდის ფონზე, კერძო მოხმარებამ წლიურ ჭრილში 1.1%-ით დაიკლო.

შეგახსენებთ, იაპონია მოხმარებული ნავთობის თითქმის სრულ მოცულობას იმპორტით იღებს. ირანში მიმდინარე ომის გამო კი ნავთობის ტრანსპორტირების მთავარი მარშრუტი, ჰორმუზის სრუტე ფაქტობრივად ბლოკირებულია. ამ ფაქტორმა ნავთობის მკვეთრი გაძვირება გამოიწვია, გაუფასურებულმა იენმა კი ქვეყნისთვის ენერგორესურსების იმპორტი კიდევ უფრო გააძვირა.

ცნობისთვის, იაპონიის ეკონომიკა წინა სამი კვარტალის განმავლობაში ზომიერად იზრდებოდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აქციების 29%-იანი ვარდნის შემდეგ აქციონერებმა Intel-ს სასამართლოში უჩივლეს

აქციების 29%-იანი ვარდნის შემდეგ აქციონერებმა Intel-ს სასამართლოში უჩივლეს

BM.GE

„უცვლელი სულის ახალი სხეული“: როგორ შეიქმნა „სუხიშვილების“ ახალი ვიზუალური იდენტობა

„უცვლელი სულის ახალი სხეული“: როგორ შეიქმნა „სუხიშვილების“ ახალი ვიზუალური იდენტობა

BM.GE

მეტროს ვაგონების რემონტიდან ₾41 მილიონის მითვისებისთვის, მერიის კონტრაქტორის დირექტორი დააკავეს

მეტროს ვაგონების რემონტიდან ₾41 მილიონის მითვისებისთვის, მერიის კონტრაქტორის დირექტორი დააკავეს

BM.GE

ოქტომბერში საქართველოში $286 მილიონის ფულადი გზავნილი გადმოირიცხა - ქვეყნების რეიტინგი

ოქტომბერში საქართველოში $286 მილიონის ფულადი გზავნილი გადმოირიცხა - ქვეყნების რეიტინგი

BM.GE