
„ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირება საქართველოს პორტების გავლით“ - ინდუსტრიული შეხვედრა ბათუმში
ზედიზედ მეხუთედ აჭარაში ინდუსტრიული შეხვედრა სახელწოდებით „ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირება საქართველოს პორტების გავლით“ გაიმართება.
პლატფორმას, რომელიც რეგიონში მიმდინარე სავაჭრო და ლოგისტიკის საკითხებს განიხილავს ბათუმი 9-11 ივლისს უმასპინძლებს და გააერთიანებს ნავთობისა და ნავთობპროდუქტების საერთაშორისო მოვაჭრეებს, ნავთობისა და გაზის, ლოგისტიკისა და ტვირთების გადამზიდავი კომპანიების, პორტებისა და ტერმინალების, რკინიგზის ოპერატორების და ფინანსური და ანალიტიკური ინსტიტუტების წარმომადგენლებს.
შეხვედრას ორგანიზებას Confidence Information Services უწევს, რომელიც 15 წელზე მეტია ნავთობისა და გაზის ინდუსტრიისა და გლობალური სასაქონლო ვაჭრობის საინფორმაციო მომსახურების სფეროში ოპერირებს და როგორც საშუალო ასევე მსხვილ სეგმენტს ფარავს. ღონისძების მხარდამჭერები არიან SOCAR ყულევის ტერმინალი, Eurasia Transport and Terminals Company, Rise Oil Group და სხვები.
კონფერენციის ფარგლებში ინდუსტრიის ექსპერტები, ანალიტიკოსები და რეგიონული ბაზრის ძირითადი მონაწილეები პრეზენტაციებს გამართავენ. ანალიტიკურ მოსაზრებებს წარმოადგენენ ისეთი საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანიები, როგორიცაა Maersk და Hegelmann, Trans Logistic-ს, S&P Global და MABUX.
განსახილველ საკითებს შორის იქნება ცენტრალური აზიის ექსპორტის პოტენციალი, საქართველოს პორტების განვითარების მასშტაბები და მათი როლი ნედლეულის, სამრეწველო საქონლისა და საკვები პროდუქტების იმპორტში, ტრანსკასპიური და ტრანსკავკასიური დერეფნების კონკურენტუნარიანობას, ლოჯისტიკას, ინვესტიციებს, პროექტების დაფინანსებას და ბევრ სხვას. თითოეული პრეზენტაციის შემდეგ, მონაწილეებს შეეძლებათ დასვან კითხვები, ჩაერთონ დისკუსიებში და მონაწილეობა მიიღონ მრგვალი მაგიდის დისკუსიებში.
ღონისძიების მეორე დღეს გეგმაშია ვიზიტი Black Sea Petroleum-ში, საქართველოს პირველ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში და ყულევის ნავთობტერმინალში, რომლის დროსაც მონაწილეები გაეცნობიან შავი ზღვის რეგიონში ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურის ძირითადი ობიექტების ფუნქციონირებას და მიიღებენ პრაქტიკულ ინფორმაციას ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადამუშავების, შენახვისა და ტრანსპორტირების შესახებ.
ღონისძიების მესამე დღეს დელეგატებისათვის დაგეგმილია არაფორმალურ გარემოში კომუნიკაცია და ვიზიტი ღვინის ქარხანაში.
დეტალური ინფორმაცია ღონისძიებასთან დაკავშირებით ხელმისაწვდომია ბმულზე
BM.GE
წყარო: bm.ge