მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ნავთობისგან დივერსიფიკაციისთვის, საამიროები გერმანიაში $46.4 მილიარდის ინვესტიციას დებს
ნავთობისგან დივერსიფიკაციისთვის, საამიროები გერმანიაში $46.4 მილიარდის ინვესტიციას დებს

ნავთობისგან დივერსიფიკაციისთვის, საამიროები გერმანიაში $46.4 მილიარდის ინვესტიციას დებს

BM.GE11 სექტემბერი, 2026, 22:33|bm.ge

ნავთობისგან დივერსიფიკაციის მიზნით, არაბთა გაერთიანებული საამიროები გერმანიის ეკონომიკაში $46.4 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს. ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებისკენ მიმართული მასშტაბური პაკეტის ცენტრალურ ნაწილს მონაცემთა ცენტრების ინფრასტრუქტურის განვითარება წარმოადგენს.

პროექტი დაახლოებით 1 გიგავატის სიმძლავრის ახალი მონაცემთა ცენტრების მშენებლობას ითვალისწინებს, საიდანაც $12 მილიარდი ბავარიის რეგიონში დაბანდდება. ამას გარდა, საინვესტიციო პაკეტი ხელოვნური ინტელექტის, ციფრული ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის სექტორებს მოიცავს.

ინვესტიციის შესახებ შეთანხმება საამიროების პრეზიდენტის, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანის ბერლინში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შედგა, სადაც ის გერმანიის კანცლერს, ფრიდრიხ მერცს შეხვდა. მხარეებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას ერთობლივი საინვესტიციო საბჭოს შექმნის თაობაზე, რომელიც საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობას გააძლიერებს.

ექსპერტების შეფასებით, აბუ-დაბის მიზანი საზღვარგარეთ ინვესტიციების დივერსიფიკაცია და ნავთობზე დამოკიდებულების შემცირებაა. მათივე განმარტებით, აღნიშნული შეთანხმება გერმანიისთვისაც მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგან ქვეყანა ამჟამად ეკონომიკურ სტაგნაციას განიცდის და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს საჭიროებს.

შეგახსენებთ, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები ყურის რეგიონში გერმანიის მთავარი სავაჭრო პარტნიორია. 2025 წელს ორ ქვეყანას შორის არასანავთობო სავაჭრო ბრუნვამ $15.5 მილიარდს მიაღწია. ამასთან, საამიროებს გერმანიის ეკონომიკაში, კერძოდ ქიმიურ და განახლებადი ენერგიის სექტორებში, 34 მილიარდი ევროს ინვესტიცია უკვე განხორციელებული აქვს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით არის დაკავებული - პროკურატურა

გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით არის დაკავებული - პროკურატურა

BM.GE

როგორ შეიცვალა აშშ-ში ინფლაცია?

როგორ შეიცვალა აშშ-ში ინფლაცია?

BM.GE

საუდის არაბეთმა ნავთობის მიწოდება ისტორიულ მინიმუმამდე შეამცირა

საუდის არაბეთმა ნავთობის მიწოდება ისტორიულ მინიმუმამდე შეამცირა

BM.GE

საწვავის რეალიზატორები მინიმალური მოგების მაჩვენებლებზე მუშაობენ | ირაკლი ლექვინაძე

საწვავის რეალიზატორები მინიმალური მოგების მაჩვენებლებზე მუშაობენ | ირაკლი ლექვინაძე

BM.GE