მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ნავთობპროდუქტების წარმოება, სესხის პროცენტის ზრდა... - რამ განაპირობა აგვისტოში ეკონომიკის 6.3%-იანი ზრდა?
ნავთობპროდუქტების წარმოება, სესხის პროცენტის ზრდა... - რამ განაპირობა აგვისტოში ეკონომიკის 6.3%-იანი ზრდა?

ნავთობპროდუქტების წარმოება, სესხის პროცენტის ზრდა... - რამ განაპირობა აგვისტოში ეკონომიკის 6.3%-იანი ზრდა?

BM.GE30 სექტემბერი, 2026, 17:15|bm.ge

2026 წლის აგვისტოში სახეზე გვაქვს საქართველოს ეკონომიკის 6.3%-იანი ზრდა, აქედან გამომდინარე ეკონომიკური ზრდის, რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელი რვა თვის გახლავთ 7.6%.

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის გოგიტა თოდრაძის განმარტებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით, ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა დამმუშავებელმა მრეწველობამ, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორმა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობამ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებულმა ოპერაციებმა, ასევე ვაჭრობამ, ტრანსპორტმა და დასაწყობებამ.

"როგორც მოგეხსენებათ, ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საგარეო ვაჭრობის მონაცემების მიხედვით, ექსპორტის მოცულობა გაიზარდა დაახლოებით 24.7%-ით, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი გაზრდილია 4.3%-ით. ქვეყანაში აგვისტოში დარეგისტრირდა 6 300-მდე ახალი საწარმო, რაც 35%-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო ადგილობრივი ინდმეწარმეების რეგისტრაციის მაჩვენებლის მატებასთან. აღსანიშნავია ისიც, რომ 12%-ით გაიზარდა ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებული დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა და აღნიშნულმა მაჩვენებელმა 16 მილიარდ 850 მილიონ ლარს გადააჭარბა", - განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

მან დარგობრივ ჭრილში მიმოიხილა ის ფაქტორები, რამაზ ეკონომიკის ზრდაში თავისი წვლილი შეიტანეს. მისი განმარტებით, დამმუშვებელ მრეწველობაში ზრდა ნავთობპროდუქტების წარმოების გაფართოებით, საფინანსო სექტორში კი სესხის საპროცენტო განაკვეთების ზრდით იყო განპირობებული.

"დამმუშავებელი მრეწველობის სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო ნავთობპროდუქტების წარმოების მოცულობის გაფართოებასთან, გაზრდილია მაზუთის, ნაფთას და გაზოილის წარმოების მაჩვენებლები. ასევე აღსანიშნავია, რომ აგვისტოში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაახლოებით 11-ჯერ გაიზარდა აღნიშნული კატეგორიის ნავთობპროდუქტების ექსპორტი ძირითადად სინგაპურის, კოტ-დ’ივუარის, ჩინეთის და ამერიკის შეერთებული შტატების მიმართულებით.

ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორს რაც შეეხება, აქ ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო კომპიუტერული პროგრამების შემუშავებასთან და აღნიშნულ სფეროში მომსახურების მოცულობის გაფართოებასთან.

საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლების ზრდასთან. რაც შეეხება უძრავი ქონებით ოპერაციების სექტორს, ზრდა დაკავშირებული იყო მიწის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებთან, ასევე გაიზარდა არასაცხოვრებელი კომერციული ფართების გაქირავების მაჩვენებელი.

ვაჭრობის სექტორში ზრდა დაკავშირებული იყო ნავთობის და ნავთობპროდუქტების ვაჭრობის მოცულობის გაფართოებასთან, როგორც საცალო, ისე საბითუმო ვაჭრობას ეხება ეს. ასევე გაზრდილია კვების პროდუქტებით, სასმელებით და თამბაქოს ნაწარმით, ასევე ფარმაცევტული პროდუქტით პროდუქციით წარმოების და ვაჭრობის მაჩვენებელი.

რაც შეეხება ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორს, როგორც უკვე აღვნიშნე, ზრდის ტენდენციები შეინიშნებოდა საგარეო ვაჭრობაში, კერძოდ განსაკუთრებით შეიძლება ითქვას ექსპორტის მიმართულებაზე და აქედან გამომდინარე, პარალელურად გაიზარდა ტვირთის სატრანსპორტო დამუშავების და დასაწყობების მაჩვენებელი", - განმარტა საქსტატის აღმასრულებელმ დირექტრმა და იქვე დასძინა, რომ მშენებლობის სექტორში კლების ტენდენცია სამოქალაქო მშენებლობის ნაწილს ეხება: "წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირების ტენდენცია გამოვლინდა სამოქალაქო მშენებლობაში, კერძოდ შემცირებულია გზების, ხიდების, ავტობანების და გვირაბების მშენებლობის მაჩვენებელი. ასევე აღსანიშნავია, რომ დაახლოებით 12%-ით არის შემცირებული სამშენებლო მასალების იმპორტი და 25%-ით არის შემცირებული ცემენტის და კლინკერის იმპორტის მაჩვენებელი.“

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: წარმოება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 39 სტატია.

  • 2012-2025 წლებში სოფლის მეურნეობის არაერთ მიმართულებაში წარმოებისა და პროდუქტიულობის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდაიმედი
  • ტრამპმა უკრაინისთვის პატიროტის რაკეტების წარმოების ლიცენზიების გადაცემაზე განაცხადა თანხმობაფორმულა
  • საია: ევროპულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო საქმე, რომელიც ინტერნეტსივრცეში გამოხატვის თავისუფლებას შეეხებატვ პირველი
  • დავით სონღულაშვილი: ხარისხიანი ყურძნის წარმოება აუცილებლად მეტად დაფასდებარუსთავი 2
წარმოება →

მსგავსი სტატიები

ამბოლი ზამთრის საბურავებზე უპრეცედენტო აქციას იწყებს!

ამბოლი ზამთრის საბურავებზე უპრეცედენტო აქციას იწყებს!

BM.GE

პირობითი და არასწორია - პაატა კვიჟინაძე ფიზიკური პირების ქონებრივი გადასახადის დეკლარირების სისტემაზე

პირობითი და არასწორია - პაატა კვიჟინაძე ფიზიკური პირების ქონებრივი გადასახადის დეკლარირების სისტემაზე

BM.GE

№21 სკოლაში ₾506,000-ის სარემონტო სამუშაოებისთვის შესყიდვა გამოცხადდა - ვინ შეასრულებს?

№21 სკოლაში ₾506,000-ის სარემონტო სამუშაოებისთვის შესყიდვა გამოცხადდა - ვინ შეასრულებს?

BM.GE

აშშ-ში კანადური ალკოჰოლისა და რძის პროდუქტების იმპორტის აკრძალვა ამოქმედდა

აშშ-ში კანადური ალკოჰოლისა და რძის პროდუქტების იმპორტის აკრძალვა ამოქმედდა

BM.GE