მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. NCDC მოქალაქეებს აფრთხილებს - რა რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ ზაფხულის ცხელ დღეებში
NCDC მოქალაქეებს აფრთხილებს - რა რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ ზაფხულის ცხელ დღეებში

NCDC მოქალაქეებს აფრთხილებს - რა რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ ზაფხულის ცხელ დღეებში

BM.GE3 აგვისტო, 2026, 17:44|bm.ge

ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (NCDC) მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს და მოუწოდებს, მაღალი ტემპერატურის პერიოდში ჯანმრთელობის დაცვის მიზნით პრევენციული ზომები დაიცვან.

ცენტრის ინფორმაციით, დღის ყველაზე ცხელ საათებში სასურველია ქუჩაში გადაადგილებისგან თავის შეკავება. სპეციალისტები მოსახლეობას ურჩევენ, მიიღონ საკმარისი რაოდენობით წყალი და თავი აარიდონ ალკოჰოლის, ტკბილი და კოფეინის შემცველი სასმელების მოხმარებას.

ამასთან, რეკომენდებულია მაღალინტენსიური ფიზიკური აქტივობისგან თავის შეკავება და მისი გადატანა დღის შედარებით გრილ მონაკვეთში, განსაკუთრებით დილის საათებში.

NCDC განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ბავშვებისა და შინაური ცხოველების უსაფრთხოებაზე და მკაცრად აფრთხილებს მშობლებსა და შინაური ცხოველების პატრონებს, რომ დაუშვებელია მათი გაჩერებულ ავტომობილში დატოვება, რადგან მაღალი ტემპერატურა ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.

ქუჩაში გასვლისას დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოქალაქეებს ურჩევს, ატარონ ღია ფერის, თავისუფალი და ნატურალური ქსოვილის ტანსაცმელი, გამოიყენონ ქუდი, ქოლგა და მზისგან დამცავი სათვალე. ასევე, მნიშვნელოვანია საცხოვრებელ სივრცეში სიგრილის შენარჩუნება, ხოლო ოთახების განიავება დილისა და ღამის საათებში.

ცენტრის განმარტებით, თბური ტალღები და მაღალი ტემპერატურა საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. კლიმატის ცვლილების ფონზე, საქართველოშიც იზრდება მაღალი ტემპერატურის ეპიზოდების სიხშირე და ხანგრძლივობა, რაც ტემპერატურისადმი მგრძნობიარე დაავადებების გავრცელებასა და ქრონიკული არაგადამდები დაავადებების გამწვავებას უწყობს ხელს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს მოუწოდებს, განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურის დღეებში რეკომენდაციები გაითვალისწინონ, რათა სიცხით გამოწვეული ჯანმრთელობის რისკები მინიმუმამდე დაიყვანონ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ევროკომისიამ 13 წლამდე ბავშვებისთვის სოცქსელების აკრძალვის ინიციატივა ოფიციალურად წარადგინა

ევროკომისიამ 13 წლამდე ბავშვებისთვის სოცქსელების აკრძალვის ინიციატივა ოფიციალურად წარადგინა

BM.GE

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

BM.GE

„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს

„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს

BM.GE

"უფრო მეტი ყურადღება სჭირდება ენერგეტიკის დარგს" - უნდა აღდგეს თუ არა ენერგეტიკის სამინისტრო?|ინტერვიუ

"უფრო მეტი ყურადღება სჭირდება ენერგეტიკის დარგს" - უნდა აღდგეს თუ არა ენერგეტიკის სამინისტრო?|ინტერვიუ

BM.GE