
ნეპალში სტიქიის გამო 800-ზე მეტი ადამიანი დაკარგულია, მათ შორის 500-ზე მეტი ტურისტია
ნეპალისა და ტიბეტის საზღვარზე მომხდარი მასშტაბური წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად 800-ზე მეტ ადამიანს ეძებენ, მათ შორის 500-ზე მეტი ტურისტია. ნეპალის კატასტროფების რისკის შემცირებისა და მართვის ეროვნული უწყების ბოლო მონაცემებით, დაკარგულთა შორის არიან უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებიც და ადგილობრივი მოსახლეობა.
სტიქიის ზონაში სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ნეპალის არმიამ წყალდიდობით დაზარალებულ რაიონებში სახმელეთო და საჰაერო სამძებრო-სამაშველო ოპერაციებისთვის 2 000 სამხედრო მოსამსახურე გაგზავნა.
არმიის სპიკერის, ბრიგადის გენერალ რაჯარამ ბასნეტის განცხადებით, სამხედროებმა წყალდიდობის შედეგად სტიქიის ზონაში ჩარჩენილი 97 ადამიანის გადარჩენა უკვე შეძლეს.
ცნობისთვის, გუშინ მომხდარ სტიქიას 160-ზე მეტი ადამიანი შეეწირა. წყალდიდობამ რეგიონის ინფრასტრუქტურა სერიოზულად დააზიანა. წყლის მძლავრმა ნაკადმა ხიდები წაიღო, მრავალსართულიანი შენობები ჩამოანგრია და ტრიშულის ჰიდროელექტროსადგურის პროექტი დააზიანა. რეგიონში სატრანსპორტო მიმოსვლა, ელექტროენერგიის მიწოდება და კავშირგაბმულობა სრულად პარალიზებულია.
BM.GE
წყარო: bm.ge