მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ნეტო დარიცხვის სქემაში მხოლოდ 100 მზის სადგურია ჩართული, რისი მიზეზიც დაბალი ტარიფია" - თორნიკე დარჯანია
"ნეტო დარიცხვის სქემაში მხოლოდ 100 მზის სადგურია ჩართული, რისი მიზეზიც დაბალი ტარიფია" - თორნიკე დარჯანია

"ნეტო დარიცხვის სქემაში მხოლოდ 100 მზის სადგურია ჩართული, რისი მიზეზიც დაბალი ტარიფია" - თორნიკე დარჯანია

BM.GE1 ივნისი, 2026, 20:40|bm.ge

მზის სადგურების მშენებელ კომპანიებში აცხადებენ, რომ ახალი მიკროსიმძლავრის სადგურების მშენებლობაზე მოთხოვნა შემცირებულია, რისი მიზეზიც ნეტო აღრიცხვის სქემიდან, ნეტო დარიცხვის სისტემაზე გადასვლაა.

როგორც Helios Energy-ის დამფუძნებელმა, თორნიკე დარჯანიამ BMG-ის განუცხადა, ამ დროისთვის ნეტო დარიცხვის სისტემაში მხოლოდ 100-მდე მომხმარებელია ჩართული, რაც კერძო სექტორის შეფასებით, საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია.

თორნიკე დარჯანიას თქმით, მიუხედავად მიმდინარე წელს მცირედი ზრდისა, ნეტო დარიცხვის სისტემის ფარგლებში შესასყიდი ელექტროენერგიის ტარიფი კვლავ საკმაოდ დაბალია, რაც ქვეყანაში ახალი მიკროსიმძლავრის სადგურების მშენებლობის მიმართ ინტერესს ამცირებს.

მისი თქმით, ამ დროისთვის რეგიონებში, „ენერგო-პროს“ ქსელში 6.5 თეთრია ტარიფი, რაც ძირითად შემთხვევებში მიკროსიმძლავრის სადგურების მშენებლობას ფინანსურად ნაკლებად საინტერესოს ხდის.

“დღეის მდგომარეობით, რა მონაცემებიც ჩვენ გვაქვს სემეკისგან, დაახლოებით 100 მზის ელექტროსადგური არის ჩართული ნეტო დარიცხვის რეგულაციაში, ჯამური სიმძლავრით 3600 კილოვატი. ეს ჩვენ რომ გადავიანგარიშოთ ბოლო ექვსი თვის მონაცემებზე, დაახლოებით გამოდის, რომ თვეში 16-17 სადგური არის ჩართული, რაც, რა თქმა უნდა, ცოტაა ჩვენი გადმოსახედიდან, გასაშუალოებული 30 კილოვატი. ამას თავისი მიზეზები აქვს, ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, რაც იწვევს დაბალ ინტერესს ამ რეგულაციის მიმართ, არის ის, რომ ჭარბი ელექტროენერგიის შესყიდვა ხდება ძალიან დაბალ ფასად. ეს არის 6.5 თეთრი „ენერგო-პროს“ ქსელში, „თელასის“ ქსელში – დაახლოებით 10 თეთრი.

აქედან გამომდინარე, ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ სემეკთან. ამასთანავე, ძალიან ინტენსიურად არის სამუშაო [ეკონომიკის] სამინისტროსთანაც, რომ ის რეგულაცია, რომელიც ამბობს, რომ თავისუფალმა მიმწოდებელმა შესაძლოა იყიდოს ეს ჭარბი ენერგია, უნდა ავამუშაოთ პრაქტიკაში. ფაქტობრივად, დღეს თავისუფალი მიმწოდებელი ამ ჭარბ ელექტროენერგიას ვერ ყიდულობს და აქედან გამომდინარე, მხოლოდ ერთადერთი შესაძლებლობა რჩება, რომ 6.5 თეთრად ეს „ენერგო-პრომ“ იყიდოს, რაც ფინანსურად არ არის მოგებიანი. შესაბამისად, ამიტომაც არის ინვესტიციების ნაკლებობა ამ კუთხით”, - განაცხადა თორნიკე დარჯანიამ.

ცნობისთვის, 1 ოქტომბრიდან რეგიონებში, “ენერგო პროს” აბონენტებისთვის მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ქსელში ინტეგრაცია ნეტო აღრიცხვის სისტემის ნაცვლად ნეტო დარიცხვის რეგულაციის ფარგლებში ხორციელდება. ახალი მოდელის ფარგლებში მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი, ქსელში მიწოდებული კილოვატ საათების მოხმარებულ ელექტროენერგიასთან გაქვითვის ნაცვლად, მიწოდებულ თითოეულ კილოვატზე მიიღებს შესაბამის საფასურს.

ნეტო აღრიცხვის სისტემით სარგებლობა ჯერ კიდევ შესაძლებელია თბილისში, “თელასის” აბონენტებისთვის, სადაც ჯერჯერობით ქსელში ინტეგრაციის 20%-იანი ლიმიტი ამოწურული არაა. თუმცა 2027 წლიდან უკვე თბილისშიც ყველა ახალ მიკროსიმძლავრის სადგურს ქსელში ჩართვა ნეტოდარიცხვის სქემით მოუწევს.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Chandler-ის კარგი მმართველობის ინდექსში საქართველოს პოზიცია გაუარესდა - მიზეზები

Chandler-ის კარგი მმართველობის ინდექსში საქართველოს პოზიცია გაუარესდა - მიზეზები

BM.GE

Berkshire Hathaway-მ სამშენებლო კომპანია Taylor Morrison-ი $6.8 მილიარდად შეისყიდა

Berkshire Hathaway-მ სამშენებლო კომპანია Taylor Morrison-ი $6.8 მილიარდად შეისყიდა

BM.GE

"რუსული გაზის დემონიზება გამოსავალი არ არის" - მურმან მარგველაშვილი

"რუსული გაზის დემონიზება გამოსავალი არ არის" - მურმან მარგველაშვილი

BM.GE

2 ივნისის ღონისძიებების ანონსი

2 ივნისის ღონისძიებების ანონსი

BM.GE