მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „NextWave Payment Innovation“ - Mastercard Academy-მ თბილისში რეგიონულ კონფერენციას უმასპინძლა
„NextWave Payment Innovation“ - Mastercard Academy-მ თბილისში რეგიონულ კონფერენციას უმასპინძლა

„NextWave Payment Innovation“ - Mastercard Academy-მ თბილისში რეგიონულ კონფერენციას უმასპინძლა

BM.GE1 ივნისი, 2026, 23:14|bm.ge

“NextWave Payment Innovation” პროგრამამ საბანკო და საგადახდო ინდუსტრიის წარმომადგენლები, პარტნიორები და ექსპერტები რეგიონის სხვადასხვა ქვეყნებიდან გააერთიანა. ორდღიანი კონფერენცია ციფრული გადახდებისა და ელ. კომერციის მომავლის განხილვას დაეთმო. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ისეთ მიმართულებებზე, როგორებიცაა: AI use cases, Agentic Commerce, Digital Assets, ციფრული უსაფრთხოება, სხვადასხვა ტიპის საგადახდო სერვისები, SME გადაწყვეტილებები და მომხმარებელზე ორიენტირებული ციფრული ინოვაციები.

პროგრამას Mastercard Academy-ის ექსპერტები უძღვებოდნენ და მონაწილეებს გაუზიარეს როგორც გლობალური ტენდენციები, ასევე პრაქტიკული გამოცდილება იმ ტექნოლოგიებისა და გადაწყვეტილებების შესახებ, რომლებიც თანამედროვე ფინანსურ ეკოსისტემას გარდაქმნის.

„საქართველო სულ უფრო მეტად ყალიბდება რეგიონულ ცენტრად ინოვაციებისა და ფინანსური ტექნოლოგიების მიმართულებით. ისეთი საერთაშორისო საგანმანათლებლო ინიციატივების თბილისში ჩატარება, როგორიცაა NextWave Payment Innovation, კიდევ ერთხელ ადასტურებს როგორც ბაზრის მზაობას, ისე Mastercard-ის გრძელვადიან გეგმებს რეგიონში ციფრული ტრანსფორმაციის განვითარების მიმართ,“ - დავით ზღუდაძე, Mastercard-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოსა და სომხეთში.

მიხეილ აღაშკოვის, Mastercard-ის აკადემიის დირექტორის თქმით, განათლება და გამოცდილების გაზიარება გადამწყვეტ როლს თამაშობს გადახდების ინდუსტრიაში ინოვაციების დაჩქარებისთვის.

„Mastercard Academy-ის მიზანია პარტნიორებს მისცეს პრაქტიკული ცოდნა, გლობალური ხედვა და მომავლის ტექნოლოგიებზე დაფუძნებული გამოცდილება. მსგავსი პროგრამები ქმნის სივრცეს, სადაც სხვადასხვა ბაზარი ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებს, აძლიერებს შესაძლებლობებს და ერთობლივად აყალიბებს გადახდებისა და ციფრული ეკონომიკის მომავალს,“ - აღნიშნავს იგი.

ინიციატივა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს მზარდ როლს, როგორც რეგიონულ ჰაბს ფინტექის, ციფრული კომერციისა და ინოვაციების მიმართულებით. საერთაშორისო მონაწილეებისა და ექსპერტების ჩართულობა ქმნის მნიშვნელოვან პლატფორმას რეგიონული თანამშრომლობისა და ცოდნის გაზიარებისთვის.

Mastercard Academy მომავალშიც გააგრძელებს საგანმანათლებლო და ინოვაციური პროგრამების განხორციელებას, რომლებიც მიზნად ისახავს ციფრული ტრანსფორმაციის დაჩქარებას, ფინანსური ეკოსისტემის გაძლიერებას და პარტნიორების მომავლის ტექნოლოგიებისთვის მომზადებას.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 222 სტატია.

  • კონსპირაციული ბინა თბილისის ცენტრში - პოლიციამ კანაფის სათბურები აღმოაჩინა და ორგანიზებული ჯგუფის წევრები დააკავარუსთავი 2
  • თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს განცხადებაიმედი
  • აქტივისტი, რუსკა მჭედლიძე საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის წინააღმდეგ თბილისის პროკურატურაში ჩვენებას აძლევსტვ პირველი
  • თბილისში, მშენებარე ობიექტიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპანეტგაზეთი
თბილისის →

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE