მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Nike-ის ახალი მთავარი სახე მაიკლ ოლისე გახდება
Nike-ის ახალი მთავარი სახე მაიკლ ოლისე გახდება

Nike-ის ახალი მთავარი სახე მაიკლ ოლისე გახდება

BM.GE17 ოქტომბერი, 2026, 04:10|bm.ge

სპორტული ტანსაცმლისა და ინვენტარის მწარმოებელი Nike კილიან მბაპეს მაიკლ ოლისეთი ცვლის. Footy Headlines-ის ინფორმაციით, ამერიკული გიგანტის ახალი დიდი სახე სწორედ მიუნხენის ბაიერნისა და საფრანგეთის ნაკრების სუპერვარსკვლავი გახდება.მბაპეს თანამშრომლობა Nike-თან 10 წელზე მეტი გრძელდებოდა და ცოტა ხნის წინ შეწყდა. ამ სასპონსორო კონტრაქტმა კილიანს 185 მილიონი დოლარი მოუტანა. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად როგორი ფორმა ექნება ოლისესთან თანამშრომლობას, თუმცა ფაქტია, რომ ბაიერნის გარემარბი კომპანიის ერთ-ერთი უდიდესი სახე გახდება.მაიკლ ოლისე ერთ-ერთია იმ რამდენიმე ტოპ-ვარსკვლავიდან, რომლებსაც რომელიმე ასეთ ბრენდთან ამგვარი კონტრაქტი არ ჰქონდათ. სხვა ვარსკვლავებისგან განსხვავებით, 24 წლის ოლისე, მაგალითად, ბუცებს აქამდე თავისუფლად ირჩევდა, თუმცა უმეტესად ისედაც სწორედ Nike-ს ბუცებს იყენებდა - ძირითადად Nike Hypervenom Phantom III-ს. Footy Headlines-ის ინფორმაციით, კომპანიას ამ მოდელის ხაზის განახლება სურთ და ოლისესთან თანამშრომლობა ყველაზე მოგებიანი იქნება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Porsche-მ ახალი კონცეპტუალური სუპერქარი Mission S წარადგინა

Porsche-მ ახალი კონცეპტუალური სუპერქარი Mission S წარადგინა

BM.GE

ინდონეზიის საფონდო ბირჟა 1998 წლის შემდეგ ყველაზე მკვეთრად დაეცა

ინდონეზიის საფონდო ბირჟა 1998 წლის შემდეგ ყველაზე მკვეთრად დაეცა

BM.GE

G7 AI-თ მართული კიბერთავდასხმების მოსაგერიებლად ერთობლივ სწავლებებს გამართავს

G7 AI-თ მართული კიბერთავდასხმების მოსაგერიებლად ერთობლივ სწავლებებს გამართავს

BM.GE

748%-ით გაზრდილი ექსპორტი და შემცირებული ტურიზმი - როგორია ეკ. კავშირები ირანთან, რომლის პრეზიდენტსაც კობახიძე შეხვდა?

748%-ით გაზრდილი ექსპორტი და შემცირებული ტურიზმი - როგორია ეკ. კავშირები ირანთან, რომლის პრეზიდენტსაც კობახიძე შეხვდა?

BM.GE