მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Nike-ის პირველი გარბენი და ახალი კონცეპტუალური ფილიალი ბრენდის გლობალურ რუკაზე
Nike-ის პირველი გარბენი და ახალი კონცეპტუალური ფილიალი ბრენდის გლობალურ რუკაზე

Nike-ის პირველი გარბენი და ახალი კონცეპტუალური ფილიალი ბრენდის გლობალურ რუკაზე

BM.GE25 ივნისი, 2026, 13:45|bm.ge

თბილისში Nike-ის პირველი გარბენი — Nike Run Tbilisi — გაიმართა, რომელმაც საქართველოში მორბენალთა ახალი საზოგადოების შექმნას ჩაუყარა საფუძველი. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 50-მდე მორბენალმა, რომლებიც Nike-ის გარშემო გაერთიანებული პირველი სპორტული საზოგადოების წევრები გახდნენ.

Nike Run Tbilisi საბურთალოს სითი მოლში მდებარე Nike-ის ახალი მონობრენდული მაღაზიის გახსნას მიეძღვნა. მონაწილეებმა 5-კილომეტრიანი მარშრუტი თბილისის ქუჩებში გაირბინეს. გარბენმა სხვადასხვა ასაკისა და გამოცდილების მორბენლები გააერთიანა, რომლებმაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ სირბილი მხოლოდ სპორტი არ არის — ის ადამიანების გაერთიანების, შთაგონებისა და საერთო მიზნების მიღწევის საშუალებაა.

გარბენის დასრულების შემდეგ ღონისძიება Nike-ის ახალ სივრცეში გაგრძელდა, სადაც გაიმართა მაღაზიის ოფიციალური გახსნის ცერემონია. ლენტის გაჭრის შემდეგ Nike-ის სითი მოლის ფილიალმა ოფიციალურად დაიკავა ბრენდის გლობალურ რუკაზე საპატიო ადგილი.ღონისძიებას ესწრებოდნენ Nike-ის წარმომადგენლები ნიდერლანდების გლობალური ოფისიდან, რეგიონული ხელმძღვანელები, პარტნიორები და მოწვეული სტუმრები. მათ ხაზი გაუსვეს საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობას ბრენდისთვის, განვითარების ახალ ხედვებსა და სამომავლო პროექტებზე ისაუბრეს.

Nike Run Tbilisi-მა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოში სპორტისა და განსაკუთრებით სირბილის მიმართ ინტერესი აქტიურად იზრდება. პირველი გარბენი მხოლოდ დასაწყისია იმ ისტორიისა, რომელიც მომავალში რეგულარული გარბენებით, ახალი სპორტული გამოცდილებებითა და Nike-ის გარშემო გაერთიანებული საზოგადოების განვითარებით გაგრძელდება.

TGL Group — Nike-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში 1999 წლიდან

Nike საქართველოში 1999 წლიდან არის წარმოდგენილი. ამ პერიოდიდან TGL Group გლობალური ბრენდის ოფიციალური პარტნიორი და წარმომადგენელია ქვეყანაში.

უკვე 27 წელია კომპანია წარმატებით ანვითარებს Nike-ის საქმიანობას საქართველოში და მომხმარებლებს სთავაზობს ბრენდის უახლეს კოლექციებს, ინოვაციურ პროდუქტებსა და მსოფლიო სპორტული კულტურის გამოცდილებას.

Nike Run Tbilisi და ახალი კონცეპტუალური ფილიალის გახსნა ამ მრავალწლიანი პარტნიორობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია, რომელიც Nike-ის განვითარებას საქართველოში ახალ დონეზე გადაიყვანს.

Nike-ის ოფიციალური მონობრენდული მაღაზიები საქართველოში

• სითი მოლი საბურთალო, თბილისი • თბილისი მოლი • ვაჟა-ფშაველას გამზირი N8, თბილისი • რუსთაველის გამზირი N1, თბილისი • აუთლეტ ვილიჯი • ბარათაშვილის ქუჩა N20, ბათუმი

Nike-ის უახლესი კოლექციები და პროდუქცია ასევე ხელმისაწვდომია TOPSPORT-ის მულტიბრენდულ მაღაზიებში თბილისში და ბათუმში.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

CashBack-ის და VISA-ს საზაფხულო შეთავაზება ლიბერთის მომხმარებლებისთვის

CashBack-ის და VISA-ს საზაფხულო შეთავაზება ლიბერთის მომხმარებლებისთვის

BM.GE

სახელმწიფო Norwegian Air-ს თბილისი-კოპენჰაგენის რეისზე თითოეულ ჩამოყვანილ მგზავრზე €60-ს გადაუხდის

სახელმწიფო Norwegian Air-ს თბილისი-კოპენჰაგენის რეისზე თითოეულ ჩამოყვანილ მგზავრზე €60-ს გადაუხდის

BM.GE

ფოთის პორტის ახალი ნავმისადგომის პროექტი საერთო მიზნით აერთიანებს სახელმწიფოს, ბიზნესს და ამერიკულ ფინანსურ ინსტიტუტებს - ირაკლი კობახიძე

ფოთის პორტის ახალი ნავმისადგომის პროექტი საერთო მიზნით აერთიანებს სახელმწიფოს, ბიზნესს და ამერიკულ ფინანსურ ინსტიტუტებს - ირაკლი კობახიძე

BM.GE

რა იცვლება მძღოლებისა და დისტრიბუტორებისთვის? - პარლამენტმა ცვლილებები დაამტკიცა

რა იცვლება მძღოლებისა და დისტრიბუტორებისთვის? - პარლამენტმა ცვლილებები დაამტკიცა

BM.GE