მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Nike მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს მიღმა დარჩა - Adidas-მა გადამწყვეტი მარკეტინგული გამარჯვება მოიპოვა
Nike მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს მიღმა დარჩა - Adidas-მა გადამწყვეტი მარკეტინგული გამარჯვება მოიპოვა

Nike მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს მიღმა დარჩა - Adidas-მა გადამწყვეტი მარკეტინგული გამარჯვება მოიპოვა

BM.GE17 ივლისი, 2026, 04:05|bm.ge

Nike-ის ცნობილი Swoosh-ის ლოგო 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არ გამოჩნდება.

არგენტინის მიერ ნახევარფინალში ინგლისის დამარცხებამ სპორტული ეკიპირების გიგანტს იმედი გადაუწურა, რომ ტურნირის ყველაზე მნიშვნელოვან მატჩში მისი სპონსორობით მოთამაშე რომელიმე ნაკრები იასპარეზებდა.

მოედანსა და მის მიღმა მიმდინარე ბრენდების მძაფრი კონკურენციის ფონზე, ეს შედეგი უდავო მარკეტინგულ გამარჯვებად იქცა Adidas-ისთვის, რომელიც ფინალისტი ორივე ნაკრების არგენტინისა და ესპანეთის, ოფიციალური ეკიპირების მომწოდებელია.

მსოფლიო ჩემპიონატზე Adidas-ი ჯამში 14 ეროვნულ ნაკრებს ამარაგებდა, მაშინ როდესაც Nike-ის სპონსორობით 12 გუნდი თამაშობდა. მიუხედავად ამისა, Nike-ის ვერცერთმა ნაკრებმა, მათ შორის ნახევარფინალისტმა ინგლისმა და საფრანგეთმა, ფინალში გასვლა ვერ შეძლო.

ორივე კომპანიამ მსოფლიო ჩემპიონატში მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელა, თუმცა Nike-სთვის ტურნირი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რადგან კომპანია გაყიდვებისა და ბრენდის ხილვადობის გაზრდას ცდილობდა იმ პერიოდში, როდესაც ბაზრის წილი რამდენიმე წელია თანდათან მცირდება.

თუმცა, ექსპერტების შეფასებით, მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაც კი ვერ შეცვლიდა Nike-ის მიმდინარე მდგომარეობას.

გასულ თვეში კომპანიამ თავადაც მიანიშნა, რომ აღმასრულებელი დირექტორის, ელიოტ ჰილის, მიერ დაწყებული გარდაქმნის სტრატეგია სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. განსაკუთრებით პრობლემურია ჩინეთის ბაზარზე მოთხოვნის სისუსტე, რასაც ფრთხილი ფინანსური პროგნოზიც დაემატა, მიუხედავად იმისა, რომ მეოთხე კვარტალის შემოსავალმა მოლოდინს ოდნავ გადააჭარბა.

2026 წლის განმავლობაში Nike-ის აქციების ღირებულება თითქმის ერთი მესამედით შემცირდა, რადგან ინვესტორები კომპანიის აღდგენის ტემპით უკმაყოფილოები არიან.

მსოფლიო ჩემპიონატმა Adidas-ის გაყიდვებს დამატებითი ბიძგი მისცა, თუმცა კომპანიის წარმატება მხოლოდ ტურნირს არ უკავშირდება, მაშინ როდესაც Nike ევროპაში კვლავ მნიშვნელოვანი ზეწოლის ქვეშ რჩება.

M Science-ის მონაცემებით, 2026 წლის ივნისში Adidas-ის წილი სპორტული ფეხსაცმლის ბაზარზე 19,2%-მდე გაიზარდა, მაშინ როცა ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი 16% იყო. ამავე პერიოდში Nike-ის ბაზრის წილი კვლავ შემცირდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

როგორი იყო აგვისტოს თვე კავკასიის რეგიონისთვის?

როგორი იყო აგვისტოს თვე კავკასიის რეგიონისთვის?

BM.GE

Air China-ის ზარალი 2026 წლის პირველ ნახევარში $341 მილიონამდე გაიზარდა - Reuters

Air China-ის ზარალი 2026 წლის პირველ ნახევარში $341 მილიონამდე გაიზარდა - Reuters

BM.GE

ევროპის რომელ ქალაქებშია ბინები ყველაზე ძვირი?|რეიტინგი

ევროპის რომელ ქალაქებშია ბინები ყველაზე ძვირი?|რეიტინგი

BM.GE

ჯუთაში გზის პრობლემა რომ არ იყოს, უფრო მეტს შევძლებდით - Fifth Season

ჯუთაში გზის პრობლემა რომ არ იყოს, უფრო მეტს შევძლებდით - Fifth Season

BM.GE