
ნიკოლ ფაშინიანი და ილჰამ ალიევი ბიშკეკში ერთმანეთს ხვდებიან
BM.GE|bm.ge
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში ერთმანეთს ხვდებიან. როგორც ირკვევა, ორმხრივი მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს, თუმცა მხარეებს განსახილველი თემების შესახებ დეტალები ჯერ არ გაუსაჯაროებიათ.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, მელანია ჰარუთიუნიანმა შეხვედრის დაწყების შესახებ ინფორმაცია ოფიციალური განცხადებით დაადასტურა.
ცნობისთვის, სომხეთის ლიდერი ყირგიზეთში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა. ნიკოლ ფაშინიანი „SCO Plus“-ის ფორმატის შეხვედრასა და მის ფარგლებში დაგეგმილ სხვა ღონისძიებებს დაესწრება.
გაზიარება:
BM.GE
წყარო: bm.ge