
თურქეთის ეკონომიკა მეორე კვარტალში 2.3%-ით გაიზარდა
BM.GE|bm.ge
თურქეთის ეკონომიკა მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, წლიურ ჭრილში, 2.3%-ით გაიზარდა. მიუხედავად მატებისა, როგორც ირკვევა, ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ტემპი ზედიზედ მეოთხე კვარტალია ნელდება და დაფიქსირებული შედეგი პროგნოზირებულზე დაბალია.
რაც შეეხება დარგობრივ მაჩვენებლებს, ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის სექტორებში, სადაც მატებამ 13.3% შეადგინა. პარალელურად, ინფორმაციისა და კომუნიკაციის დარგში 8.6%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
ბოლო კვარტალის მონაცემების გამოქვეყნებასთან ერთად, სტატისტიკის სამსახურმა პირველი კვარტალის მონაცემიც დააზუსტა და ის 2.6%-მდე განსაზღვრა. რაც შეეხება გასულ წელს, სააგენტოს ცნობით, 2025 წელს თურქეთის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 3.7% შეადგინა.
გაზიარება:
BM.GE
წყარო: bm.ge