მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ნოემბრიდან EU-ში შემავალ ყველა ამანათზე 2-ევროიანი მოსაკრებელი წესდება
ნოემბრიდან EU-ში შემავალ ყველა ამანათზე 2-ევროიანი მოსაკრებელი წესდება

ნოემბრიდან EU-ში შემავალ ყველა ამანათზე 2-ევროიანი მოსაკრებელი წესდება

BM.GE31 ოქტომბერი, 2026, 17:39|bm.ge

ევროკავშირი 1-ელი ნოემბრიდან ბაზარზე არაწევრი ქვეყნებიდან შემავალ ყველა ამანათზე 2 ევროს ოდენობის დამუშავების მოსაკრებელს დააწესებს, რაც ჩინეთიდან იაფი იმპორტის მზარდი ნაკადითაა განპირობებული.

ახალი 2-ევროიანი მოსაკრებელი, რომელიც ძალაში 1-ელი ნოემბრიდან შედის, გავრცელდება ყველა ამანათზე მათი ღირებულების მიუხედავად და საბაჟო დამუშავების ხარჯებს დაფარავს. იგი ივლისში შემოღებულ 3-ევროიან ბაჟს დაემატება.

ივლისში 150 ევრომდე ღირებულების მცირე ზომის ამანათებზე უკვე ამოქმედდა 3 ევროს ოდენობის ბაჟი. თუმცა ეს გადასახადი დროებითია და 2028 წლამდე დარჩება ძალაში, სანამ ახალი საბაჟო IT-სისტემა არ ამოქმედდება.

ახალი ზომების მიღება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც ევროკავშირი ისეთი ჩინური პლატფორმებიდან, როგორიცაა Temu, Shein და AliExpress, იაფფასიანი იმპორტის მკვეთრი ზრდის წინაშე აღმოჩნდა.

"ბაჟის ლოგიკა თანაბარი პირობების შექმნაა: ევროკავშირში შემოსულმა ყველა საქონელმა უნდა გადაიხადოს შესაბამისი და დასაბუთებული ბაჟი. მოსაკრებლის ლოგიკა კი კონტროლის ხარჯების დაფარვაა, რადგან ელექტრონული კომერცია ჩვენი საბაჟო სამსახურებისთვის არაპროპორციულ ხარჯებთანაა დაკავშირებული", - განაცხადა ევროკავშირის ოფიციალურმა პირმა.

ახალ მოსაკრებელს ონლაინ-პლატფორმები, გამყიდველები ან გადამზიდავები გადაიხდიან, ხოლო თანხის ამოღებას ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო უზრუნველყოფს. აკრეფილი თანხის 75% ევროკავშირის ბიუჯეტში შევა, ხოლო დარჩენილი 25% ევროკავშირის ქვეყნებს დარჩება.

ივლისში დაწესებულმა 3-ევროიანმა ბაჟმა იმპორტის მოცულობაზე უკვე მოახდინა გავლენა: ევროკომისიის მონაცემებით, ივლისიდან სექტემბრამდე პერიოდში ბლოკში შემავალი მცირე ამანათების რაოდენობა 60%-ით შემცირდა. მიუხედავად ამისა, ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს ცნობით, ევროკავშირის ბაზარზე ყოველდღიურად მაინც 5 მილიონი ამანათი შემოდის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"ადასტურებს, რომ საქართველოს სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკა აქვს" - როგორ ეხმიანებიან ეკონომიკური უწყებები Fitch-ის ანგარიშს?

"ადასტურებს, რომ საქართველოს სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკა აქვს" - როგორ ეხმიანებიან ეკონომიკური უწყებები Fitch-ის ანგარიშს?

BM.GE

საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობა ნარჩუნდება - Fitch

საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობა ნარჩუნდება - Fitch

BM.GE

დაკავებულია საქართველოში უკანონოდ მყოფი 61 უცხოელი – მათ ქვეყნიდან გააძევებენ

დაკავებულია საქართველოში უკანონოდ მყოფი 61 უცხოელი – მათ ქვეყნიდან გააძევებენ

BM.GE

აშშ-მა უკრაინისთვის $2.1 მილიარდის ღირებულების Patriot-ის რაკეტების მიყიდვა დაამტკიცა

აშშ-მა უკრაინისთვის $2.1 მილიარდის ღირებულების Patriot-ის რაკეტების მიყიდვა დაამტკიცა

BM.GE