მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Northern Star-მა Gold Fields-ის $27-მილიარდიანი შეთავაზება უარყო
Northern Star-მა Gold Fields-ის $27-მილიარდიანი შეთავაზება უარყო

Northern Star-მა Gold Fields-ის $27-მილიარდიანი შეთავაზება უარყო

BM.GE29 სექტემბერი, 2026, 02:13|bm.ge

ავსტრალიის უმსხვილესმა ოქროსმომპოვებელმა კომპანიამ, Northern Star Resources-მა სამხრეთაფრიკული Gold Fields-ის $27.1-მილიარდიანი შესყიდვის წინადადება უარყო. გარიგების შედეგად მსოფლიოში სიდიდით მეორე ოქროსმომპოვებელი გიგანტი უნდა შექმნილიყო, თუმცა ის ჩავარდა.

ავსტრალიური მხარის განცხადებით, შეთავაზება კომპანიის რეალურ ღირებულებას სათანადოდ არ აფასებს და აქციონერებს სამხრეთ აფრიკასთან დაკავშირებული მაღალი იურისდიქციული რისკების წინაშე აყენებს.

როგორც ირკვევა, Gold Fields-ის წინადადებით, Northern Star-ის აქციონერებს თითო აქციაში 0.3 ახალი Gold Fields-ის აქცია და 7.25 დოლარი ნაღდი ფულის სახით უნდა მიეღოთ. ეს მაჩვენებელი Northern Star-ის პარასკევის დახურვის ფასთან შედარებით მხოლოდ 14%-იან პრემიას ასახავდა, მაშინ როცა ავსტრალიაში კორპორაციული გარიგებების წარმატებით განსახორციელებლად, როგორც წესი, მინიმუმ 30%-იანი პრემია მოითხოვება.

გარიდების ჩავარდნის მიუხედავად, ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ კომპანიები საერთო ენას გამონახავენ და შეთანხმება უფრო მაღალი ფასით მაინც შედგება.

ცნობისთვის, წარმატებული შერწყმის შემთხვევაში შექმნილი გაერთიანებული კომპანია წლიურად 4.1 მილიონ უნცია ოქროს მოიპოვებდა, საიდანაც 80% ავსტრალიის, ჩრდილოეთ ამერიკისა და ჩილეს აქტივებზე გადანაწილდებოდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სუვერენული ფონდების აქტივები 2030 წლისთვის თითქმის 50%-ით, $22.4 ტრილიონამდე გაიზრდება

სუვერენული ფონდების აქტივები 2030 წლისთვის თითქმის 50%-ით, $22.4 ტრილიონამდე გაიზრდება

BM.GE

ევროკავშირმა ბოლო 10 თვეში რუსეთისაგან $9.6 მილიარდის LNG შეიძინა

ევროკავშირმა ბოლო 10 თვეში რუსეთისაგან $9.6 მილიარდის LNG შეიძინა

BM.GE

Reuters-ის ინფორმაციით, Nvidia-ს ყოფილ გენერალურ დირექტორს კიდევ ერთ თანამშრომელთან ჰქონდა რომანტიკული ურთიერთობა

Reuters-ის ინფორმაციით, Nvidia-ს ყოფილ გენერალურ დირექტორს კიდევ ერთ თანამშრომელთან ჰქონდა რომანტიკული ურთიერთობა

BM.GE

აჭარის ნარჩენების მართვის პროექტის დაფინანსება 11-ჯერ იზრდება - როდის ამოქმედდება ახალი ნაგავსაყრელი?

აჭარის ნარჩენების მართვის პროექტის დაფინანსება 11-ჯერ იზრდება - როდის ამოქმედდება ახალი ნაგავსაყრელი?

BM.GE