მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ნოვას 20 წელი — ხუთი მეგობრიდან ათასზე მეტ თანამშრომლამდე
ნოვას 20 წელი — ხუთი მეგობრიდან ათასზე მეტ თანამშრომლამდე

ნოვას 20 წელი — ხუთი მეგობრიდან ათასზე მეტ თანამშრომლამდე

BM.GE8 ნოემბერი, 2026, 14:58|bm.ge

2006 წელს დაწყებული საქმე დღეს საკუთარ წარმოებას, საერთაშორისო ბრენდებსა და საქართველოს ათ ქალაქში მოქმედ საცალო ქსელს აერთიანებს. 8 ნოემბერს ნოვა 20 წლის ხდება — უკვე ახალი მასშტაბითა და შემდეგი ეტაპის გეგმებით.

ნოვას ისტორია ხუთი მეგობრის პარტნიორობით დაიწყო. თავდაპირველად კომპანია სამშენებლო მასალების იმპორტსა და რეალიზაციაზე მუშაობდა. ბაზარზე დაგროვილმა გამოცდილებამ შემდეგი შესაძლებლობაც გამოაჩინა — პროდუქტი, რომელსაც უცხოეთიდან ყიდულობდნენ, საქართველოში თავად ეწარმოებინათ.

2011 წელს კომპანიამ საწარმოო ხაზების განვითარება დაიწყო. დღეს ნოვა 700-ზე მეტი დასახელების ქართულ პროდუქტს ქმნის. სახურავის მასალების, წყალსაწრეტი სისტემების, პროფილებისა და პოლიეთილენის ნაწარმის მიმართულებებს ბოლო წლებში XPS, წებო-ცემენტები და შავი ლითონის პროდუქციაც დაემატა.

„ყოველი ახალი საწარმო კომპანიის შესაძლებლობებს ცვლის. ვიძენთ გამოცდილებას, ვამზადებთ სპეციალისტებს და შემდეგ უკვე უფრო რთულ პროექტზე შეგვიძლია მუშაობა. ამ გზით ნოვაში დაგროვილი ცოდნა ახალ ქართულ პროდუქტად იქცევა“, — ამბობს კომპანიის გენერალური დირექტორი ედიშერ ხიმშიაშვილი.

საკუთარ წარმოებას საერთაშორისო პარტნიორობებიც აძლიერებს. ნოვა თანამშრომლობს INGCO-სთან, Nippon Paint-ის ჯგუფის ბრენდებთან — Betek-სა და Fawori-სთან, ასევე Saint-Gobain-ის ჯგუფის Izocam-სა და Rigips-თან. Betek-თან მრავალწლიანი ურთიერთობის შედეგად კომპანიამ საქართველოში ამ ბრენდის წებო-ცემენტების წარმოებაც დაიწყო.

ზრდის კიდევ ერთი მიმართულება საცალო ქსელია. დღეს ნოვა საქართველოს ათ ქალაქშია წარმოდგენილი. ქსელი კომპანიის საკუთარ ფილიალებთან ერთად ფრენჩაიზის მოდელით მოქმედ ობიექტებსაც აერთიანებს. ადგილობრივი პარტნიორები საკუთარ ბიზნესს ნოვას ბრენდით ავითარებენ და ამ პროცესში კომპანიის ასორტიმენტს, გამოცდილებასა და მხარდაჭერას ეყრდნობიან.

„ფრენჩაიზი ჩვენთვის საერთო ინტერესზე დაფუძნებული პარტნიორობაა. ადგილობრივი პარტნიორი კარგად იცნობს თავის ქალაქს და მომხმარებელს, ჩვენ კი ამ ცოდნას ჩვენი წარმოებით, პროდუქტებითა და გამოცდილებით ვაძლიერებთ. შედეგად, ქსელი ადამიანებთან ერთად იზრდება, რომლებსაც საკუთარი საქმის განვითარება სურთ“, — განმარტავს ედიშერ ხიმშიაშვილი.

ფიზიკური ქსელის პარალელურად ვითარდება ელექტრონული კომერცია და ციფრული სისტემები. კომპანიისთვის ეს გაყიდვების დამატებითი არხიცაა და საქმიანობის უკეთ ორგანიზების შესაძლებლობაც — მარაგების დაგეგმვიდან შეკვეთის შესრულებამდე.

ახალი ეტაპი ფინანსურ განვითარებაშიც დაიწყო: ნოვამ 50 მილიონი ლარის სადებიუტო ობლიგაციები გამოუშვა, რომელშიც ინვესტორებს შორის EBRD-ც მონაწილეობს. კაპიტალის ბაზარზე გასვლამ კომპანიას დაფინანსების წყაროები გაუფართოვა.

ოცი წლის შედეგს დღეს ათასზე მეტი თანამშრომელი ქმნის. სწორედ გუნდს უკავშირებს გენერალური დირექტორი ნოვას შემდგომ განვითარებასაც.

„წარმოების გაფართოებასა და ახალ ბაზრებზე გასვლას ადამიანები სჭირდება, რომლებსაც მეტი პასუხისმგებლობის აღება შეუძლიათ. ამიტომ ჩვენი შემდეგი ეტაპი თანამშრომლების პროფესიულ ზრდასთან პირდაპირაა დაკავშირებული. რაც უფრო ძლიერი იქნება გუნდი, მით უფრო დიდი ამოცანების შესრულებას შევძლებთ“, — ამბობს ედიშერ ხიმშიაშვილი.

ნოვას მომდევნო გეგმებში წარმოების გაძლიერება, ტექნოლოგიური განახლება და ექსპორტის განვითარებაა. ოცი წლის განმავლობაში შექმნილი გამოცდილება ახლა კომპანიას უფრო ფართო ბაზრისკენ უხსნის გზას.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

10 ნოემბრის ღონისძიებების ანონსი

10 ნოემბრის ღონისძიებების ანონსი

BM.GE

"საქართველოს რკინიგზაში" ინჟინრული ხედვის ნაკლებობაა, რაც საოპერაციო შეფერხებებს იწვევს - ბაქარ გეწაძე

"საქართველოს რკინიგზაში" ინჟინრული ხედვის ნაკლებობაა, რაც საოპერაციო შეფერხებებს იწვევს - ბაქარ გეწაძე

BM.GE

2026 წლის საგარეო ვალის გეგმა ₾777 მილიონით მცირდება - მიზეზები საინვესტიციო პროექტების დაბალი ათვისებაა

2026 წლის საგარეო ვალის გეგმა ₾777 მილიონით მცირდება - მიზეზები საინვესტიციო პროექტების დაბალი ათვისებაა

BM.GE

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წინანდლის მამულში რიგით მეოთხე ღვინის სიმპოზიუმი გაიმართა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წინანდლის მამულში რიგით მეოთხე ღვინის სიმპოზიუმი გაიმართა

BM.GE