მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "Nutrimax ყაზახეთი" - ქართული კომპანიის პირველი წარმომადგენლობა ცენტრალურ აზიაში|როგორია მიზნები?
"Nutrimax ყაზახეთი" - ქართული კომპანიის პირველი წარმომადგენლობა ცენტრალურ აზიაში|როგორია მიზნები?

"Nutrimax ყაზახეთი" - ქართული კომპანიის პირველი წარმომადგენლობა ცენტრალურ აზიაში|როგორია მიზნები?

BM.GE5 ივლისი, 2026, 15:20|bm.ge

შინაური და კომპანიონი ცხოველების საკვების მწარმოებელმა ქართულმა კომპანიამ გასულ წელს ქვეყნის საზღვრებს გარეთ - ყაზახეთში პირველი წარმომადგენლობა გახსნა. ცენტრალური აზიის ამ ქვეყანაში Nutrimax-ის მიერ ოპერაციებისთვის გაწეული ხარჯები 200 000 დოლარს შეადგენს.

რას ნიშნავს წარმომადგენლობის გახსნას ქართული კომპანიისთვის და რა მიზნები აქვს "ნუტრიმაქს ყაზახეთს" - BM.GE-ს ამ კითხვებს ცენტრალურ აზიაში კომპანიის ბიზნეს განვითარების დირექტორმა რევაზ ლაფაჩმა უპასუხა.

„ნუტრიმაქსმა“ ყაზახეთში წარმომადგენლობა 2025 წელს გახსნა, რაც ადგილობრივი ოპერაციული მოდელის, პარტნიორული ქსელისა და გაყიდვების არხების განვითარებას მოიცავს. ადგილობრივი გუნდის, ლოგისტიკური სისტემის, მარკეტინგისა და უწყვეტი მარაგების უზრუნველყოფისათვის კომპანიამ დაახლოებით 200 000 დოლარი დახარჯა. ადგილობრივი წარმომადგენლობის გახსნა „ნუტრიმაქსს“ საშუალებას აძლევს უფრო ახლოს იყოს ბაზართან, მომხმარებლებთან და პარტნიორებთან, სწრაფად უპასუხოს მოთხოვნებს და უფრო სისტემურად განავითაროს საკუთარი ბრენდები რეგიონში.

ყაზახეთის ფერმერული მეურნეობების საკვების ბაზარი დაახლოებით 2 მილიონ ტონას შეადგენს წელიწადში, ხოლო შინაური ცხოველების მიმართულება დაახლოებით 50 ათასი ტონის ფარგლებშია და მზარდი პოტენციალით გამოირჩევა. მიმდინარე წლის მთავარი მიზანი გამართული და თვითკმარი ოპერაციული ერთეულის შექმნაა, საშუალოვადიან პერსპექტივაში კი, გაყიდვების ზრდის ხარჯზე, მიზნად ვისახავთ ბაზრის ერთ-ერთ წამყვან აქტორად ჩამოყალიბებას.

ყაზახეთში ვპოზიციონირებთ სტაბილური ხარისხით, კონკურენტული ფასითა და პარტნიორული მხარდაჭერით. ამასთან, ერთად, "ნუტრიმაქს ყაზახეთი” წარმოადგენს Trouw Nutrition-ის პროდუქტების დისტრიბუტორს ყაზახეთში, რაც კიდევ უფრო აფართოებს ჩვენი სერვისებისა და პროდუქტების ასორტიმენტს“, - განმარტავს ცენტრალურ აზიაში "ნუტრიმაქსის" ბიზნეს განვითარების დირექტორი რევაზ ლაფაჩი.

მისივე ინფორმაციით, კომპანია არსებულზე გაჩერებას არ აპირებს და უზბეკეთში ადგილობრივად წარმოების გახსნას გეგმავს, თუმცა დეტალურად გეგმებზე ჯერ არ საუბრობენ.

„ვფიქრობთ, ცენტრალურ აზიაში საკუთარი საწარმოს მშენებლობაზე, რაც კომპანიას საშუალებას მოგვცემს, ადგილზევე აწარმოოს პროდუქცია, მნიშვნელოვნად შეამციროს ლოგისტიკური ხარჯები და პირდაპირ, უფრო ეფექტურად აითვისოს მთლიანი რეგიონის მზარდი ბაზარი“, - აღნიშნა ლაფაჩმა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დააკავეს პირი, რომელიც სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან 12 000 ლარზე მეტს დაეუფლა

დააკავეს პირი, რომელიც სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან 12 000 ლარზე მეტს დაეუფლა

BM.GE

"ინციდენტებისას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებს თავის დაცვა ძალიან უჭირთ"- რა ხარვეზია კანონში?

"ინციდენტებისას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებს თავის დაცვა ძალიან უჭირთ"- რა ხარვეზია კანონში?

BM.GE

ალმასების და ძვირფასი ქვების გლობალური ბაზარი: რა ღირს ბრილიანტები და ეგზოტიკური ქვები

ალმასების და ძვირფასი ქვების გლობალური ბაზარი: რა ღირს ბრილიანტები და ეგზოტიკური ქვები

BM.GE

"მოლებში თავისუფალი კომერციული ფართის პოვნა რთულია" - ნატო ბოჭორიშვილი

"მოლებში თავისუფალი კომერციული ფართის პოვნა რთულია" - ნატო ბოჭორიშვილი

BM.GE