მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Nvidia-მ ახალი კომპიუტერული ჩიპი RTX Spark-ი წარადგინა
Nvidia-მ ახალი კომპიუტერული ჩიპი RTX Spark-ი წარადგინა

Nvidia-მ ახალი კომპიუტერული ჩიპი RTX Spark-ი წარადგინა

BM.GE1 ივნისი, 2026, 19:16|bm.ge

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Nvidia-მ სამომხმარებლო ლეპტოპებისა და პერსონალური კომპიუტერებისთვის განკუთვნილი ახალი ჩიპი RTX Spark-ი წარადგინა. როგორც ირკვევა, პროდუქტი Arm-ის არქიტექტურაზე დაშენდა და ის ბაზარზე Intel-ის, AMD-ისა და Apple-ის პირდაპირი მეტოქე იქნება. კომპანიის პროდუქტების მართვის დირექტორმა მარკ აევერმანმა ახალ მოწყობილობას "მსოფლიოში ყველაზე ეფექტიანი კომპიუტერული ჩიპი" უწოდა.

რაც შეეხება კონკრეტულად RTX Spark-ს, მისი ფლაგმანური ვერსია 20 ცენტრალურ და 6144 გრაფიკულ ბირთვს აერთიანებს. ჩიპი აღჭურვილია 128-გიგაბაიტიანი LPDDR5X ტიპის მეხსიერებით, რომელიც რთული გამოთვლითი ოპერაციების შესრულების შესაძლებლობას იძლევა. ახალი პროცესორით 12K გარჩევადობის ვიდეოს დამონტაჟება და გრაფიკულად განსაკუთრებით დატვირთული ვიდეოთამაშების 1440p გაფართოებით გაშვებაა შესაძლებელი. Nvidia-ს წარმომადგენლების განცხადებით, მოწყობილობის ენერგომოხმარება საშუალოდ 80 ვატამდე მერყეობს.

აღსანიშნი ფაქტია ისიც, რომ Nvidia-ს ახალი პროცესორი მიზნად ხელოვნური ინტელექტის აგენტების ლოკალურად გაშვებასაც ისახავს. როგორც კომპანიაში განმარტავენ, კომპიუტერში 120 მილიარდი პარამეტრის მქონე მოდელების ინტეგრირება მომხმარებელთა მონაცემების კონფიდენციალურობას უზრუნველყოფს. ახალი სისტემის მთავარი ფუნქცია რთული პროგრამული ინტერფეისების ნაცვლად მოწყობილობასთან ხმოვანი ბრძანებებით კომუნიკაცია იქნება. მისი დამსახურებით, კომპიუტერი აგენტურ თვისებებს შეიძენს და სხვადასხვა დავალების შესრულების პროცესი დამოუკიდებლად წარიმართება. ლოკალურ AI აგენტებს კოდებში შეცდომების პოვნა და ვიდეოების გენერირებაც კი შეეძლება.

რაც შეეხება ბრენდებს, რომელთათვისაც Nvidia-ს წამყვანი ჩიპი ხელმისაწვდომი იქნება, ამ ეტაპზე მათ შორის სახელდებიან Microsoft-ი, Asus-ი, HP და Dell-ი. როგორც ირკვევა, რამდენიმე თვეში ბაზარზე ამ მწარმოებლების ახალი ლეპტოპები გამოჩნდება და მათში RTX Spark-ი იქნება ინტეგრირებული. აღსანიშნი ფაქტია ისიც, რომ გაძლიერებულ პროცესორებთან პროგრამულ თავსებადობაზე მუშაობა დაიწყეს ისეთმა კომპანიებმა, როგორებიც არიან Adobe და Riot Games-ი არიან.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE