
Nvidia-მ ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტი შექმნა
Nvidia-მ დირექტორთა საბჭოში ეროვნული უსაფრთხოებისა და ექსპორტის კონტროლის საზედამხედველო კომიტეტი შექმნა.
კომპანიის განცხადებით, ახალი სტრუქტურა ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკას, საექსპორტო კონტროლის მოთხოვნების შესრულებასა და გლობალურ ვაჭრობასთან დაკავშირებულ რისკებს გაუწევს ზედამხედველობას.
კომიტეტს დირექტორთა საბჭოს წევრი სიუზან ნორა ჯონსონი უხელმძღვანელებს, მისი სხდომები კი სულ მცირე კვარტალში ერთხელ გაიმართება. Nvidia-ს საბჭოს თავმჯდომარის, ჰარვი ჯონსის განცხადებით, კომპანია მთავრობასთან და ინდუსტრიის პარტნიორებთან კონსტრუქციულ თანამშრომლობას გეგმავს.
მისი თქმით, მიზანი ისეთი მყარი მექანიზმის ჩამოყალიბება იქნება, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების დაცვასა და ტექნოლოგიური ინოვაციების მხარდაჭერას ერთდროულად უზრუნველყოფს.
შეგახსენებთ, გასულ კვირას კომპანიის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯენსენ ჰუანგმა თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც მისი ორი ქორწინების მიღმა ურთიერთობის შესახებ გახდა ცნობილი. ერთი ურთიერთობა კომპანიის თანამშრომელს უკავშირდებოდა, მეორე კი - ჩინელ ბიზნესმენ ელის ჰუანგს. ადამიანს, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო დაზვერვა ჩინეთის აგენტად მიიჩნევს.
BM.GE
წყარო: bm.ge