მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. NVIDIA-მ რეკორდული $235 მილიარდის აქციების გამოსყიდვა გადაწყვიტა
NVIDIA-მ რეკორდული $235 მილიარდის აქციების გამოსყიდვა გადაწყვიტა

NVIDIA-მ რეკორდული $235 მილიარდის აქციების გამოსყიდვა გადაწყვიტა

BM.GE28 სექტემბერი, 2026, 21:34|bm.ge

ხელოვნური ინტელექტის სექტორიდან გენერირებული რეკორდული შემოსავლების ფონზე, Nvidia-მ აქციების გამოსყიდვის პროგრამას დამატებით $150 მილიარდი დაამატა, რის შედეგადაც პროგრამის საერთო მოცულობამ $235 მილიარდს მიაღწია, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

ნახევარგამტარების გიგანტის მოლოდინით, პროგრამის სრულად განხორციელება 2028 ფისკალური წლის ბოლომდე იგეგმება და მისი დასრულების შემდეგ, საფონდო ბირჟის ისტორიაში აქციების გამოსყიდვის ახალი რეკორდი გაფორმდება.

ამასთან, მიმდინარე თვის დასაწყისში კომპანიის დამფუძნებელმა, ჯენსენ ჰუანგმა განაცხადა, რომ Nvidia 2027 წელს გაყიდული ჩიპების რაოდენობის გაორმაგებას გეგმავს, შედეგად, მომავალი წლების გამოსყიდვის ოპერაციები უფრო მეტად მასშტაბური იქნება.

„ჩვენი ფინანსური ნაკადები საშუალებას გვაძლევს, ინვესტიციები ჩავდოთ ტექნოლოგიებში, რომლებიც მომავალს ცვლიან და პარალელურად, კაპიტალი აქციონერებს დავუბრუნოთ. აქციების გამოსყიდვის ეს ტრანში მკაფიოდ ასახავს ჩვენს რწმენას იმ გრძელვადიანი შესაძლებლობების მიმართ, რომლებიც გვაქვს“, - განაცხადა ჯენსენ ჰუანგმა.

ცნობისთვის, აქციების უკან გამოსყიდვით კომპანია მიმოქცევაში არსებული აქციების ღირებულებას ზრდის და ამ გზით ინვესტორებს მოგებას უზიარებს. გამოსყიდვის პროგრამა ასევე იმასაც ადასტურებს, რომ Nvidia-ს ხელმძღვანელობას კომპანიის მომავლის მიმართ პოზიტიური მოლოდინები აქვს.

5-წლიან პერიოდში Nvidia-ს აქციების შეფასება თითქმის 1,000%-ით არის გაზრდილი და კომპანიის კაპიტალიზაცია $5.4 ტრილიონს შეადგენს, რაც მას პლანეტაზე ყველაზე მაღალი შეფასების მქონე კომპანიად აქცევს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სუვერენული ფონდების აქტივები 2030 წლისთვის თითქმის 50%-ით, $22.4 ტრილიონამდე გაიზრდება

სუვერენული ფონდების აქტივები 2030 წლისთვის თითქმის 50%-ით, $22.4 ტრილიონამდე გაიზრდება

BM.GE

ევროკავშირმა ბოლო 10 თვეში რუსეთისაგან $9.6 მილიარდის LNG შეიძინა

ევროკავშირმა ბოლო 10 თვეში რუსეთისაგან $9.6 მილიარდის LNG შეიძინა

BM.GE

Reuters-ის ინფორმაციით, Nvidia-ს ყოფილ გენერალურ დირექტორს კიდევ ერთ თანამშრომელთან ჰქონდა რომანტიკული ურთიერთობა

Reuters-ის ინფორმაციით, Nvidia-ს ყოფილ გენერალურ დირექტორს კიდევ ერთ თანამშრომელთან ჰქონდა რომანტიკული ურთიერთობა

BM.GE

აჭარის ნარჩენების მართვის პროექტის დაფინანსება 11-ჯერ იზრდება - როდის ამოქმედდება ახალი ნაგავსაყრელი?

აჭარის ნარჩენების მართვის პროექტის დაფინანსება 11-ჯერ იზრდება - როდის ამოქმედდება ახალი ნაგავსაყრელი?

BM.GE