მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. OFAC-მა სანქციების გასაჩივრების ახალი პორტალი აამოქმედა
OFAC-მა სანქციების გასაჩივრების ახალი პორტალი აამოქმედა

OFAC-მა სანქციების გასაჩივრების ახალი პორტალი აამოქმედა

BM.GE1 ივლისი, 2026, 18:38|bm.ge

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) სპეციალური ონლაინპორტალი წარადგინა. როგორც ირკვევა, ახალი პლატფორმა განკუთვნილია იმ პირებისთვის, რომლებიც OFAC-ის სასანქციო სიიდან საკუთარი მონაცემების ამოშლას ითხოვენ.

ახალი სისტემა მიზნად ისახავს სააპელაციო პროცესის ოპტიმიზაციას და განმცხადებლებს საჭირო ინფორმაციის წინასწარ წარდგენაში ეხმარება, რაც მრავალეტაპიანი კითხვა-პასუხის რეჟიმს შეამცირებს და გადაწყვეტილების მიღებას დააჩქარებს.

არსებული ინფორმაციით, სასანქციო სიაში მყოფ პირებს პორტალის საშუალებით იმ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვაც შეუძლიათ, რომელიც მათი დასანქცირების საფუძველი გახდა. ამასთან, პროცესის გამარტივების მიზნით, უწყებამ ვებგვერდზე ხშირად დასმული კითხვების განყოფილება განაახლა და საუკეთესო პრაქტიკის შესახებ სპეციალური გზამკვლევები გამოაქვეყნა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კვოტირება არასწორად იყო, აბიტურიენტების ინტერესები არ გაითვალისწინეს - განათლების ექსპერტი

კვოტირება არასწორად იყო, აბიტურიენტების ინტერესები არ გაითვალისწინეს - განათლების ექსპერტი

BM.GE

ავტომობილები, რომლებიც ყველაზე მეტად/ნაკლებად ინარჩუნებენ ფასს - TOP 5

ავტომობილები, რომლებიც ყველაზე მეტად/ნაკლებად ინარჩუნებენ ფასს - TOP 5

BM.GE

"ექსკლუზიურ კოლექციებზე მოთხოვნა გაიზარდა" - „ჰამო“ ინდივიდუალური შეკვეთების მიმართულებას აძლიერებს

"ექსკლუზიურ კოლექციებზე მოთხოვნა გაიზარდა" - „ჰამო“ ინდივიდუალური შეკვეთების მიმართულებას აძლიერებს

BM.GE

მსოფლიოს 10 უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანია

მსოფლიოს 10 უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანია

BM.GE