მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Oktopus Fitness Club-მა საკუთარი საკვები დანამატების ხაზი Oktopus Nutrition-ი გამოუშვა
Oktopus Fitness Club-მა საკუთარი საკვები დანამატების ხაზი Oktopus Nutrition-ი გამოუშვა

Oktopus Fitness Club-მა საკუთარი საკვები დანამატების ხაზი Oktopus Nutrition-ი გამოუშვა

BM.GE14 მაისი, 2026, 00:45|bm.ge

სპორტულმა კომპლექსმა Oktopus Fitness Club-მა საკუთარი საკვები დანამატების ხაზი Oktopus Nutrition-ი გამოუშვა. ამის შესახებ BM.GE-სთან კომპანიის მმართველმა პარტნიორმა გიორგი ასათიანი განაცხადა.

მისი თქმით, საკვები დანამატების მიმართულება კომპანიისთვის განვითარების ახალ ეტაპს წარმოადგენს და Oktopus Nutrition სტრატეგიული განვითარების ნაწილია. ასათიანის განმარტებით, ბაზარზე უკვე წარმოდგენილია კომპანიის ბრენდირებული პროტეინის ფხვნილი, რომელიც გერმანიაში, ევროპული სტანდარტების შესაბამისად იწარმოება.

„პირველად გამოვუშვით ჩვენი Oktopus Nutrition-ის ხაზი, რაც საქართველოში ერთ-ერთი პირველი ქართული დაბრენდილი პროტეინის ფხვნილია. პროდუქტმა მომხმარებლის მხრიდან დიდი მოწონება დაიმსახურა. პროდუქცია გერმანიაში, ჩვენი დაკვეთითა და მოთხოვნებზე მორგებით იწარმოება და სრულად შეესაბამება IFS-ის სერტიფიკატებსა და ევროპულ სტანდარტებს.

საქართველოში მსგავსი სტანდარტის ქარხანა არ არსებობს, ამიტომ მოვიძიეთ საწარმო გერმანიაში, რომელიც ჩვენს მოთხოვნებს სრულად დააკმაყოფილებდა“, - განაცხადა ასათიანმა.

კომპანიაში აცხადებენ, რომ მეორე კვარტალში პროდუქციის ხაზის გაფართოება და კრეატინის დამატება იგეგმება. ამ ეტაპზე Octopus Nutrition-ის პროდუქცია ხელმისაწვდომია Oktopus Fitness Club-ის ფილიალებში, ასევე ონლაინ პლატფორმა Extra.ge-ზე. გარდა ამისა, კომპანია მოლაპარაკებებს მსხვილ საცალო ქსელებთანაც აწარმოებს.

გიორგი ასათიანის თქმით, პროდუქციაზე მოთხოვნა მოლოდინს გადააჭარბა, რის გამოც კომპანია დისტრიბუციის გაფართოებას ფრთხილად უდგება, რათა მარაგების დეფიციტი არ შეიქმნას.

„ჩვენ გვინდა მომხმარებელს შევთავაზოთ პროდუქცია, რომელიც დააკმაყოფილებს თანამედროვე ევროპულ სტანდარტებს და ამავდროულად იქნება ქართული ბაზრისთვის ფასის მხრივ ხელმისაწვდომი“, - განაცხადა მან.

კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე პროტეინის ფხვნილის ფასი 145 ლარს შეადგენს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE