მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგს იურიდიული ძალა არ გააჩნია - ევროკავშირი
ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგს იურიდიული ძალა არ გააჩნია - ევროკავშირი

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგს იურიდიული ძალა არ გააჩნია - ევროკავშირი

BM.GE18 სექტემბერი, 2026, 23:08|bm.ge

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის განცხადებას ავრცელებს სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ თვითგამოცხადებულ რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით.

განცხადების თანახმად, აღნიშნული არჩევნების შედეგს არავითარი იურიდიული ძალა არ გააჩნია. ამასთან, ევროკავშირი გმობს მოსკოვის ქმედებებს და კვლავ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

"ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოებს - მათში შეტანილი ბოლოდროინდელი ცვლილებების ჩათვლით - რომელთა საფუძველზეც 2026 წლის 18 სექტემბერს საქართველოს ოკუპირებულ თვითგამოცხადებულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. მათ შედეგს არავითარი იურიდიული ძალა არ გააჩნია.

ევროკავშირი მტკიცედ გმობს მოსკოვის ქმედებებს, რომელთა მიზანია რუსეთის ოფიციალური პირის დანიშვნა საქართველოს ოკუპირებული თვითგამოცხადებული რეგიონის, სამხრეთ ოსეთის, დე ფაქტო პრეზიდენტად; გამოხატავს წუხილს 2026 წლის 9 მაისს „სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“ ე.წ. ხელშეკრულების ხელმოწერის გამო და მკაცრად გმობს რუსეთის განგრძობად მცდელობებს, განამტკიცოს კონტროლი - რუსეთის პოლიტიკურ, სამხედრო, ეკონომიკურ და სასამართლო სფეროებში სამხრეთ ოსეთის ინტეგრირების საშუალებით. ეს ზომები ეწინააღმდეგება კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას და რუსეთის მიერ ოკუპირებული თვითგამოცხადებული რეგიონის სამომავლო უკანონო ანექსიისკენ მიმართულ ნაბიჯებს წარმოადგენს. მსგავსი ქმედებები სისტემატურად აღრმავებს განხეთქილებას, უქმნის საფრთხეს რეგიონულ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას და უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს.

ევროკავშირი კვლავ ადასტურებს ერთგულებას საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისადმი, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში თანათავმჯდომარეობისა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მუშაობის მეშვეობით. ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და შეწყვიტოს ყველა ის ქმედება, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას.

ევროკავშირი კვლავ ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში",- წერია განცხადებაში.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. მასში ოთხი კანდიდატი მონაწილეობს: მარატ კამბოლოვი (ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი), ზურაბ კოკოევი, მურატ ვალიევი და კაზბეკ კოდოევი.

ვგმობთ ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს - საგარეო უწყება

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 157 სტატია.

  • სლოვენიის პრემიერი: ევროკავშირს საკუთარი თავისგან გადარჩენა სჭირდებარუსთავი 2
  • პაპუაშვილი: ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენფორმულა
  • ბოჭორიშვილის უწყება შეშფოთებულია იმის გამო, რომ ევროკავშირმა ოპოზიციის აკრძალვის პროცესი გააკრიტიკანეტგაზეთი
  • ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება საქართველოში ხუთი ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელებსტვ პირველი
ევროკავშირის →არჩევნები →

მსგავსი სტატიები

OpenAI-ის საბაზრო კაპიტალიზაცია შემცირდა

OpenAI-ის საბაზრო კაპიტალიზაცია შემცირდა

BM.GE

Mitsubishi-მ LNG Canada-ს წილი Blackstone-ის ფონდებს $1.6 მილიარდად მიჰყიდა

Mitsubishi-მ LNG Canada-ს წილი Blackstone-ის ფონდებს $1.6 მილიარდად მიჰყიდა

BM.GE

ბიზნესი ზღვის დონიდან 1500 მეტრზე - „შალე ჰაწვალი“ გაფართოებას გეგმავს

ბიზნესი ზღვის დონიდან 1500 მეტრზე - „შალე ჰაწვალი“ გაფართოებას გეგმავს

BM.GE

მერია გარე განათებისა და მხატვრული მინათების ექსპლუატაციაში ₾7.2 მილიონის დახარჯვას უტენდეროდ გეგმავს

მერია გარე განათებისა და მხატვრული მინათების ექსპლუატაციაში ₾7.2 მილიონის დახარჯვას უტენდეროდ გეგმავს

BM.GE