მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ოლ-პი ჯგუფი - იატაკის ტექნოლოგიებიდან მრავალპროფილურ კომპანიამდე
ოლ-პი ჯგუფი - იატაკის ტექნოლოგიებიდან მრავალპროფილურ კომპანიამდე

ოლ-პი ჯგუფი - იატაკის ტექნოლოგიებიდან მრავალპროფილურ კომპანიამდე

BM.GE6 ივნისი, 2026, 12:57|bm.ge

„ოლ-პი ჯგუფი“ 19 წლის გახდა. კომპანია, რომელმაც საქმიანობა იატაკის ტექნოლოგიებით დაიწყო და ამ მიმართულებით მოწინავე პოზიცია დაიმკვიდრა, დღეს ბაზარს არაერთ მომსახურებას სთავაზობს - სარემონტო სამუშაოები, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობა, ჰიდროიზოლაციის სისტემები და ა.შ.

კომპანიის განვითარების გზასა და სამომავლო გეგმებზე, „ოლ-პი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი ნიკოლოზ მაჩალაძე საუბრობს.

• ოლ-პი ჯგუფი უკვე 19 წელია აქტიურად ოპერირებს ქართულ ბაზარზე. რა არის მთავარი მიდგომა, რასაც ეფუძნება კომპანიის სტაბილური და წარმატებული საქმიანობა? • 19 წელი ნებისმიერი კომპანიისთვის მნიშვნელოვანი ეტაპია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმიანობას ვიწრო სპეციალიზაციით იწყებ და დროთა განმავლობაში მრავალპროფილურ კომპანიად ყალიბდები. „ოლ-პი ჯგუფმა“ ბაზარზე სახელი იატაკის ტექნოლოგიებით გაითქვა. სწორედ ამ მიმართულებით შევქმენით ხარისხის, პროფესიონალიზმისა და სანდოობის რეპუტაცია, რაც დღესაც ჩვენი საქმიანობის საფუძველია.

19 წლის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი ტექნოლოგია და სტანდარტი დავნერგეთ

საქართველოში. მუდმივად ვაკვირდებით საერთაშორისო ტენდენციებს და ვცდილობთ, პარტნიორებს თანამედროვე და ეფექტური გადაწყვეტილებები შევთავაზოთ. ვფიქრობ, სწორედ ეს მიდგომა გახდა ჩვენი მდგრადი განვითარების მთავარი საფუძველი.

• როგორ გაფართოვდა კომპანიის სერვისების სპექტრი წლების განმავლობაში? • ბაზრის მოთხოვნებთან ერთად შეიცვალა ჩვენი სერვისების მოცულობაც. თუ თავდაპირველად ძირითადად იატაკის მოწყობის მიმართულებით ვმუშაობდით, დღეს მომხმარებელს გაცილებით ფართო მომსახურებას ვთავაზობთ.

კომპანია ახორციელებს ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობას, სარემონტო სამუშაოებს, აქტიურია ჰიდროიზოლაციის სისტემების მიმართულებით.

ეს განვითარება ბუნებრივი პროცესია - როდესაც დამკვეთი ხედავს შესრულებული სამუშაოს ხარისხს და ენდობა კომპანიას, მოთხოვნა სხვა მიმართულებებზეც ჩნდება. სწორედ ამ ნდობამ მოგვცა შესაძლებლობა, ახალი სერვისები წარმატებით განგვევითარებინა.

• „ოლ-პი ჯგუფი” ხშირად აკეთებს აქცენტს ინოვაციებზე. რა არის ბოლო სიახლე, რაც თქვენს სერვისში გაჩნდა? • ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სიახლეს იატაკის ლაზერული გასწორების სისტემა Laser screed machine წარმოადგენს. იგი სრულად შეესაბამება გერმანულ სამშენებლო სტანდარტს DIN 18202. აღნიშნული ტექნოლოგია იძლევა დიდი ფართობების უმაღლესი სიზუსტით დამუშავების შესაძლებლობას, მნიშვნელოვნად ზრდის სამუშაოს შესრულების ხარისხს და ამცირებს პროექტის განხორციელების ვადებს. მსოფლიოში თანამედროვე ლოგისტიკური ცენტრები, საწარმოები და სასაწყობო ინფრასტრუქტურა სწორედ მსგავსი ტექნოლოგიების გამოყენებით შენდება. ჩვენი მიზანი იყო, ეს შესაძლებლობა ქართულ ბაზარზეც გაგვეჩინა.

• გასული წელი კომპანიისთვის განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა სარემონტო სამუშაოების მიმართულებით. რას უკავშირებთ ამ შედეგს?

• დიახ, 2025 წელი განსაკუთრებით აქტიური და წარმატებული იყო სარემონტო სამუშაოების მიმართულებით. მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც კერძო, ისე კორპორაციული დამკვეთების რაოდენობა და არაერთი მასშტაბური პროექტი განვახორციელეთ. მათ შორის, გამოვყოფდი კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსის (უნივერსიტეტი და სკოლა) პროექტს, სადაც სარემონტო სამუშაოებს 18 000 კვ.მ. ტერიტორიაზე ვახორციელებთ.

ამ წარმატების რამდენიმე მიზეზი არსებობს. პირველ რიგში, დაგროვილი გამოცდილება და პროფესიონალი გუნდი, რომელსაც შეუძლია პროექტის მართვა იდეიდან დასრულებამდე. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია ხარისხის კონტროლი - თითოეულ ეტაპზე მკაცრად ვიცავთ ტექნოლოგიურ პროცესებსა და სტანდარტებს.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ დამკვეთს ვთავაზობთ კომპლექსურ მომსახურებას. მას აღარ სჭირდება სხვადასხვა კონტრაქტორის მოძიება სხვადასხვა სამუშაოსთვის - ერთი გუნდი იღებს პასუხისმგებლობას შედეგზე, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს პროცესს და ამცირებს რისკებს.

• რას ეტყოდით კომპანიის 19 წლის იუბილესთან დაკავშირებით?

• პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო გუნდის თითოეულ წევრს, რომელთა შრომა და პასუხისმგებლობა იწვევს ჩვენს შთამბეჭდავ შედეგებს. ასევე რასაკვირველია, დიდი მადლობა თითოეულ პარტნიორსა და დამკვეთს, ვინც ამ 19-წლიანი ისტორიის ნაწილი გახდა. კომპანიის წარმატება სწორედ ნდობას, ერთობლივ ძალისხმევასა და საერთო მიზნებისკენ სწრაფვას ეფუძნება. რასაკვირველია, სამომავლოდაც ჩვენი ორიენტირი ხარისხსა და ტექნოლოგიურ ინოვაციებზე იქნება მიმართული.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ჯგუფი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 55 სტატია.

  • ეკლესიის, ისტორიული გმირების "დასაცავად" ამჯერად ახალი საინიციატივო ჯგუფი ყალიბდებაფორმულა
  • დარწმუნებული ვარ, მივიღებთ ისეთ გონიერ, გამართულ კანონს, რომელიც საზოგადოების ნებისმიერი სფეროს წარმომადგენლისთვის იქნება მისაღები - ახალი საინიციატივო ჯგუფის წევრი, რეჟისორი გიორგი სიხარულიძერუსთავი 2
  • "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით კიდევ ერთი საინიციატივო ჯგუფი იქმნებატვ პირველი
  • პოლონეთის პრემიერმა ქვეყნის ტერიტორიაზე ამოუცნობი ობიექტის ჩამოვარდნის გამო საკოორდინაციო ჯგუფი შექმნაიმედი
ჯგუფი →

მსგავსი სტატიები

საქართველოში სამინისტროები 12-მდე მცირდება|როგორი იქნება მთავრობის სტრუქტურა?

საქართველოში სამინისტროები 12-მდე მცირდება|როგორი იქნება მთავრობის სტრუქტურა?

BM.GE

ტრეფიკინგთან ბრძოლა უცვლელი პრიორიტეტია - შრომის ინსპექცია

ტრეფიკინგთან ბრძოლა უცვლელი პრიორიტეტია - შრომის ინსპექცია

BM.GE

ტამანის პორტში დრონების დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა

ტამანის პორტში დრონების დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა

BM.GE

საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს

საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს

BM.GE