მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ომბუდსმენმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო
ომბუდსმენმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო

ომბუდსმენმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო

BM.GE10 ნოემბერი, 2026, 15:53|bm.ge

საქართველოს სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო.

ომბუდსმენის ადმინისტრაციის გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სახალხო დამცველი მიმართავს შესაბამის საგამოძიებო უწყებებს, რათა მიიღოს ინფორმაცია განცხადებაში აღწერილი სავარაუდო ზეწოლის, შანტაჟისა და იძულების ფაქტებზე გამოძიების დაწყებისა და განხორციელებული რეაგირების შესახებ.

"სახალხო დამცველი, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, ასევე შეისწავლის საჯარო განცხადებაში მითითებულ სხვა სავარაუდო უფლებადარღვევის ფაქტებს, მათ შორის, სასამართლო სხდომის დახურვის სამართლებრივ საფუძვლებს, დაცვის მხარის მიერ მტკიცებულების წარდგენასა და საქმის მასალებზე წვდომასთან დაკავშირებულ საკითხებს", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ექსპრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა 9 ნოემბერს მორიგი წერილი გამოაქვეყნა. ის წერდა, რომ მისი სასამართლო პროცესების დახურვა "ჩრდილოვანი მართლმსაჯულების" მკაფიო მაგალითია. ბრალდებული ღარიბაშვილი ხელისუფლებას ორმაგ სტანდარტებსა და შერჩევით მართლმსაჯულებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ პროცესით პროკურატურა მის წინააღმდეგ განხორციელებული შანტაჟისა და ფსიქოლოგიური წამების მტკიცებულებების დამალვას ცდილობს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ღარიბაშვილის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 63 სტატია.

  • „ჩრდილოვანი მართლმსაჯულების“ მაგალითია – ღარიბაშვილი პროცესების დახურვაზენეტგაზეთი
  • ჩემი პროცესის დახურვა „ჩრდილოვანი მართლმსაჯულების“ მკაფიო მაგალითია - ღარიბაშვილიტვ პირველი
  • ღარიბაშვილი: ჩემი სასამართლო პროცესის დახურვა პოლიტიკური დევნისა და ანგარიშსწორების ნაწილიაფორმულა
  • კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული ირაკლი ღარიბაშვილის პროცესი დაიხურარუსთავი 2
ღარიბაშვილის →

მსგავსი სტატიები

მაკა ბოჭორიშვილი "პარიზის მშვიდობის ფორუმში" მიიღებს მონაწილეობას - ვინ დაესწრება ღონისძიებას?

მაკა ბოჭორიშვილი "პარიზის მშვიდობის ფორუმში" მიიღებს მონაწილეობას - ვინ დაესწრება ღონისძიებას?

BM.GE

10-მა კომპანიამ 8 000 ტონა არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარა - სახელმწიფო სუბსიდია ₾800 000-ია

10-მა კომპანიამ 8 000 ტონა არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარა - სახელმწიფო სუბსიდია ₾800 000-ია

BM.GE

სავაჭრო-სამრეწველო პალატას პრემიერის ნაცვლად ეკონომიკის სამინისტრო გააკონტროლებს | კანონპროექტი

სავაჭრო-სამრეწველო პალატას პრემიერის ნაცვლად ეკონომიკის სამინისტრო გააკონტროლებს | კანონპროექტი

BM.GE

საპენსიო ფონდის ზომამ ₾10.2 მილიარდს გადააჭარბა - რომელი პორტფელია ყველაზე შემოსავლიანი?

საპენსიო ფონდის ზომამ ₾10.2 მილიარდს გადააჭარბა - რომელი პორტფელია ყველაზე შემოსავლიანი?

BM.GE