
OPEC-მა 2026 წლის გლობალური მოთხოვნის პროგნოზი შეამცირა
OPEC-მა ნავთობზე გლობალური მოთხოვნის ზრდის 2026 წლის პროგნოზი შეამცირა. ორგანიზაციის სექტემბრის ანგარიშის თანახმად, წელს მოთხოვნის ზრდა დღე-ღამეში მხოლოდ 0.4 მილიონ ბარელს შეადგენს. შესაბამისად, არსებობს მოლოდინი, რომ ნავთობის საერთო მოხმარება დღე-ღამეში 105.84 მილიონ ბარელზე მეტი არ იქნება. შედარებისთვის, გასულ თვეს OPEC-ი მიმდინარე წლის ზრდის ტემპს დღე-ღამეში 0.6 მილიონი ბარელის დონეზე განსაზღვრავდა.
საყურადღებოა, რომ კარტელმა მოთხოვნის დინამიკის რეგიონული მასშტაბებიც დააზუსტა. კერძოდ, არსებობს პროგნოზი, რომ OECD-ის წევრ ქვეყნებში ნავთობის მოხმარება წელს დღე-ღამეში 0.1 მილიონი ბარელით შემცირდება. საპირისპირო ტენდენცია დაფიქსირდება OECD-ის არაწევრ სახელმწიფოებში, სადაც დღიური მოთხოვნა დაახლოებით 0.5 მილიონი ბარელით მოიმატებს.
აღსანიშნავია, რომ OPEC-ი 2027 წლის მიმართ გაცილებით ოპტიმისტურადაა განწყობილი. სექტემბრის ანგარიშში ორგანიზაციამ მოლოდინები გააუმჯობესა და გლობალური ზრდის მაჩვენებელი დღე-ღამეში 2.4 მილიონ ბარელამდე გაზარდა. ამ მოცულობიდან 0.4 მილიონი ბარელით OECD-ის წევრი ქვეყნების მოხმარება გაიზრდება, ხოლო დარჩენილ 2 მილიონ ბარელს ორგანიზაციის არაწევრი სახელმწიფოები უზრუნველყოფენ.
ცნობისთვის, OPEC-მა 2026 წლის ნავთობის მოთხოვნის ზრდის პროგნოზი მიმდინარე წელს უკვე რამდენჯერმე შეამცირა. ორგანიზაცია გლობალურ ენერგეტიკულ ბაზარზე არსებულ ვითარებას ყოველთვიური ანგარიშების მეშვეობით აფასებს.
BM.GE
წყარო: bm.ge