მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. OPEC-მა 2026 წლისთვის ნავთობზე გლობალური მოთხოვნის პროგნოზი შეამცირა
OPEC-მა 2026 წლისთვის ნავთობზე გლობალური მოთხოვნის პროგნოზი შეამცირა

OPEC-მა 2026 წლისთვის ნავთობზე გლობალური მოთხოვნის პროგნოზი შეამცირა

BM.GE18 მაისი, 2026, 17:20|bm.ge

ირანში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე, ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციამ, OPEC-მა 2026 წლისთვის ნავთობზე გლობალური მოთხოვნის ზრდის პროგნოზი შეამცირა.

ორგანიზაციის ყოველთვიური ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წელს მსოფლიოში ნავთობზე მოთხოვნა დღე-ღამეში 1.17 მილიონი ბარელით გაიზრდება, რაც მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება წინა პროგნოზით გათვალისწინებულ 1.38 მილიონ ბარელს. როგორც ირკვევა, ირანში მიმდინარე კონფლიქტის გამო მოთხოვნის მოლოდინები ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომაც შეამცირა, თუმცა OPEC-ი ბაზარზე იმაზე ნაკლებ ნეგატიურ გავლენას პროგნოზირებს, ვიდრე ენერგეტიკული სააგენტო.

მოგეხსენებათ, ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვამ ახლო აღმოსავლეთში ნავთობის მოპოვება მილიონობით ბარელით შეამცირა, რამაც საწვავის ფასების მკვეთრი ზრდა განაპირობა, ეს პროცესი კი მომხმარებლებზე, ბიზნესსექტორსა და მარაგების დაზოგვისკენ მიმართულ სამთავრობო ნაბიჯებზე პირდაპირ გავლენას ახდენს.

Reuters-ის ცნობით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ნავთობზე გლობალური მოთხოვნა დღე-ღამეში საშუალოდ 104.5 მილიონ ბარელს შეადგენს, რაც გასულ თვეში პროგნოზირებულ მაჩვენებელთან შედარებით 500 000 ბარელით ნაკლებია.

პარალელურად, OPEC-ი ბაზრის სამომავლო აღდგენას პროგნოზირებს და 2027 წლისთვის ნავთობზე მოთხოვნის ზრდას მოელის. ახალი პროგნოზის მიხედვით, მომავალ წელს გლობალური მოთხოვნა დღე-ღამეში 1.54 მილიონი ბარელით მოიმატებს, რაც წინა მოლოდინს 200 000 ბარელით აღემატება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვენესუელის დროებითმა პრეზიდენტმა ინგლისის ბანკისგან $1.9 მილიარდის ოქროს დაბრუნება მოითხოვა

ვენესუელის დროებითმა პრეზიდენტმა ინგლისის ბანკისგან $1.9 მილიარდის ოქროს დაბრუნება მოითხოვა

BM.GE

ლილოს ნაგავსაყრელზე გამოვლენილი დარღვევებისთვის "თბილსერვისი" დააჯარიმეს

ლილოს ნაგავსაყრელზე გამოვლენილი დარღვევებისთვის "თბილსერვისი" დააჯარიმეს

BM.GE

NEXT-მა პრინსტონის უნივერსიტეტთან პარტნიორობა დაიწყო – 2027 წლიდან კომპანია არქიტექტურისა და დიზაინის სტუდენტებს უმასპინძლებს.

NEXT-მა პრინსტონის უნივერსიტეტთან პარტნიორობა დაიწყო – 2027 წლიდან კომპანია არქიტექტურისა და დიზაინის სტუდენტებს უმასპინძლებს.

BM.GE

"12 საერთაშორისო BPO კომპანიას ვუმასპინძლეთ. ერთ-ერთმა საქართველოში კომპანია დაარეგისტრირა" - ხიდურელი

"12 საერთაშორისო BPO კომპანიას ვუმასპინძლეთ. ერთ-ერთმა საქართველოში კომპანია დაარეგისტრირა" - ხიდურელი

BM.GE