მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. OPEC-მა ნავთობის მოპოვების კვოტები გაზარდა
OPEC-მა ნავთობის მოპოვების კვოტები გაზარდა

OPEC-მა ნავთობის მოპოვების კვოტები გაზარდა

BM.GE8 ივნისი, 2026, 18:28|bm.ge

ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციამ და მისმა მოკავშირეებმა, მათ შორის რუსეთმა (OPEC+), ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის შემდეგ, ნავთობის მოპოვების მიზნობრივი მაჩვენებლების რიგით მეოთხე ზრდაზე შეთანხმებას მიაღწიეს.

ცნობისთვის, OPEC-ის შვიდმა ძირითადმა წევრმა მიმდინარე წლის აპრილიდან ივნისამდე პერიოდში მოპოვების კვოტები დღეში თითქმის 600 ათასი ბარელით გაზარდა. როგორც ირკვევა, ივლისიდან მოპოვების მიზნობრივი ნიშნული დღეში კიდევ 188 ათასი ბარელით გაიზრდება.

აღსანიშნავია, რომ მანამდე, მაისსა და აპრილში, ყოველთვიური ზრდა დღეში 206 ათას ბარელს შეადგენდა, თუმცა მაჩვენებელი მას შემდეგ შემცირდა, რაც არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ორგანიზაცია თითქმის 60-წლიანი წევრობის შემდეგ დატოვა.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ მოპოვების მიზნობრივი მაჩვენებლების ზრდის მიუხედავად, აშშ-ისა და ირანის სამხედრო კონფლიქტის გამო, ორგანიზაციის რამდენიმე წევრი წარმოების გაფართოებას ვერ ახერხებს. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებას უფრო მეტად სიმბოლური მნიშვნელობა აქვს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვერ იქნება ეს კარგი ქვეყანა, როდესაც თბილისის და ბათუმის გარდა არაფერი ვითარდება - ირაკლი მელაშვილი

ვერ იქნება ეს კარგი ქვეყანა, როდესაც თბილისის და ბათუმის გარდა არაფერი ვითარდება - ირაკლი მელაშვილი

BM.GE

2021 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - ივნისში თბილისში სამშენებლო ნებართვების ფართობი 225.3%-ით გაიზარდა|G&T

2021 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - ივნისში თბილისში სამშენებლო ნებართვების ფართობი 225.3%-ით გაიზარდა|G&T

BM.GE

გათავისუფლებულ თანამშრომლებზე ₾8.5 მილიონის კომპენსაცია გაიცა|რამდენი შტატი გაუქმდა ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში?

გათავისუფლებულ თანამშრომლებზე ₾8.5 მილიონის კომპენსაცია გაიცა|რამდენი შტატი გაუქმდა ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში?

BM.GE

თბილისში, მეველეს ქუჩა N17-ში სახელმწიფო ქონება ₾2.2 მილიონად იყიდება|აუქციონი

თბილისში, მეველეს ქუჩა N17-ში სახელმწიფო ქონება ₾2.2 მილიონად იყიდება|აუქციონი

BM.GE