მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. OpenAI-ის თანადამფუძნებელი Anthropic-ში გადავიდა
OpenAI-ის თანადამფუძნებელი Anthropic-ში გადავიდა

OpenAI-ის თანადამფუძნებელი Anthropic-ში გადავიდა

BM.GE21 მაისი, 2026, 02:32|bm.ge

ანდრეი კარპატიმ განაცხადა, რომ საქმიანობას კომპანია Anthropic-ში გააგრძელებს. იგი არის ხელოვნური ინტელექტის სფეროში მომუშავე ცნობილი მკვლევარი, OpenAI-ის თანადამფუძნებელი და Tesla-ს ხელოვნური ინტელექტის მიმართულების ყოფილი ხელმძღვანელი.

კარპატი მუშაობას მიმდინარე კვირას დაიწყებს და უხელმძღვანელებს ახალ გუნდს, რომლის მიზანიც Claude-ის გამოყენებით წინასწარი წვრთნის კვლევების დაჩქარებაა, რაც AI-ს საბაზისო ცოდნისა და შესაძლებლობების შეძენაში ეხმარება.

კარპატის განმარტებით, დიდი ენობრივი მოდელების განვითარების კუთხით მომავალი რამდენიმე წელი გარდამტეხი იქნება, ამიტომ იგი კვლევებისა და განვითარების პროცესს დიდი ენთუზიაზმით უბრუნდება.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ანდრეი კარპატიმ OpenAI ჯერ კიდევ 2017 წელს დატოვა, რის შემდეგაც ილონ მასკმა იგი Tesla-ში ავტოპილოტის კომპიუტერული ხედვის გუნდის ხელმძღვანელად გადაიყვანა. მასკმა კარპატი OpenAI-იდან იმ პერიოდში გადაიბირა, როდესაც თავად ორივე ტექნოლოგიური კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრი იყო.

როგორც ირკვევა, ეს Anthropic-ის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული კიდევ ერთი მაღალი პროფილის ტრანსფერია, რაც OpenAI-ისთან გამძაფრებულ კონკურენციასა და ნიჭიერი კადრების მოზიდვისთვის ბრძოლას უკავშირდება. მიმდინარე თვეს კომპანიას xAI-ის დამფუძნებელი წევრი და Tesla-ს ყოფილი თანამშრომელი როს ნორდინიც შეუერთდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE