მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. OpenAI-მ ავსტრალიის სამთავრობო ვებგვერდზე შეღწევის გამო ბოდიში მოიხადა
OpenAI-მ ავსტრალიის სამთავრობო ვებგვერდზე შეღწევის გამო ბოდიში მოიხადა

OpenAI-მ ავსტრალიის სამთავრობო ვებგვერდზე შეღწევის გამო ბოდიში მოიხადა

BM.GE30 სექტემბერი, 2026, 12:47|bm.ge

OpenAI-მ ავსტრალიის სამთავრობო ვებგვერდზე ხელოვნური ინტელექტის მოდელის უნებართვო შეღწევის გამო ბოდიში ოფიციალურად მოიხადა. არსებული ინფორმაციით, ChatGPT-ის შემქმნელმა კომპანიამ მომხდარზე პასუხისმგებლობა სრულად აიღო და ავსტრალიელ ხალხში ნდობის აღდგენის პირობა დადო.

ამ ნაბიჯის ფარგლებში, ტექნოლოგიურმა გიგანტმა კიბერუსაფრთხოების სისტემების გასაძლიერებლად დაფინანსების გამოყოფისა და ადგილობრივი საპასუხო ჯგუფის შექმნის ვალდებულება აიღო. ორგანიზაციამ ოფიციალურ განცხადებაში კრიზისის არასათანადო მართვა აღიარა და მომავალში უსაფრთხოების გაუმჯობესების პირობა დადო.

შეგახსენებთ, OpenAI-ს ექსპერიმენტული მოდელი შიდა საწვრთნელი პროცესის დროს ავსტრალიის ჯანდაცვის სტატისტიკის ანგარიშგების სამსახურის, Services Australia-ს პორტალში შეიჭრა. კომპანიის განმარტებით, სისტემამ დახურულ რესურსებზე წვდომის გზა დამოუკიდებლად იპოვა და ადმინისტრაციული ბრძანებები შეასრულა. ამავე პროცესში მოდელმა შიდა ფაილები და ავტორიზაციის მონაცემები ჩამოტვირთა და სისტემაში ახალი ფაილები ჩაწერა.

ჩატარებული შიდა მოკვლევით გამოირკვა, რომ პორტალიდან მოქალაქეთა პირადი სამედიცინო ჩანაწერები არ გამჟღავნებულა. აღსანიშნავია, რომ ეს მოდელი ავსტრალიის კიდევ სამი სამთავრობო უწყების ვებგვერდსაც დაუკავშირდა, თუმცა სენსიტიურ დოკუმენტებზე წვდომა არც ამ შემთხვევაში დაფიქსირებულა.

რაც შეეხება ოფიციალური კანბერის პოზიციას, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანიზიმ მომხდარ ფაქტს მიუღებელი უწოდა. ავსტრალიის ლიდერმა ტექნოლოგიური გიგანტი მკაცრად გააკრიტიკა და ხელისუფლების დაგვიანებული ინფორმირების გამო შეშფოთება გამოთქვა. შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ქვეყნის მთავრობამ მომხდარის დაჩქარებული მოკვლევა დაიწყო.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

წყალტუბოს 10 ყოფილი სანატორიუმი ამჯერადაც არ გაიყიდა - აუქციონები არ შედგა

წყალტუბოს 10 ყოფილი სანატორიუმი ამჯერადაც არ გაიყიდა - აუქციონები არ შედგა

BM.GE

ელექტრომობილი საჭისა და პედლების გარეშე - რა ეღირება Tesla-ს Cybercab?

ელექტრომობილი საჭისა და პედლების გარეშე - რა ეღირება Tesla-ს Cybercab?

BM.GE

შუა დერეფანი, შავი ზღვის კაბელი და მონაცემთა ინფრასტრუქტურა - ბრიტანეთის ელჩის ხედვა

შუა დერეფანი, შავი ზღვის კაბელი და მონაცემთა ინფრასტრუქტურა - ბრიტანეთის ელჩის ხედვა

BM.GE

ვაჭრობამ $2.5 მილიარდს გადააჭარბა | როგორია საქართველო-თურქეთის ეკონომიკური კავშირები?

ვაჭრობამ $2.5 მილიარდს გადააჭარბა | როგორია საქართველო-თურქეთის ეკონომიკური კავშირები?

BM.GE