მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Optimo 7 წლის გახდა! როგორ ეხმარება Optimo ათასობით ბიზნესს მართვის გამარტივებაში?
Optimo 7 წლის გახდა! როგორ ეხმარება Optimo ათასობით ბიზნესს მართვის გამარტივებაში?

Optimo 7 წლის გახდა! როგორ ეხმარება Optimo ათასობით ბიზნესს მართვის გამარტივებაში?

BM.GE6 ნოემბერი, 2026, 15:15|bm.ge

ქართულ ბიზნეს გარემოში ციფრული ტრანსფორმაცია აღარ არის მხოლოდ მსხვილი კომპანიების პრივილეგია. მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ოპერაციების სწრაფი, მოქნილი და ეფექტური მართვა ყოველდღიურ აუცილებლობად იქცა. სწორედ ამ გამოწვევის საპასუხოდ შეიქმნა ზუსტად 7 წლის წინ Optimo - ქართული პროგრამა, რომელიც სრულად მოერგო ადგილობრივი ბაზრის სპეციფიკასა და მოთხოვნებს. დღეს ოპტიმოს გუნდი 200-მდე ადამიანს აერთიანებს, რომლის თითოეულ წევრსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვს ბიზნესის ზრდასა და განვითარებაში.

ბაზრის საჭიროებებზე მორგებული ტექნოლოგია

დიდი ხნის განმავლობაში მცირე და საშუალო მეწარმეები სერიოზული ბარიერის წინაშე იდგნენ: ბაზარზე არსებული პროგრამული სისტემები ხშირად მოითხოვდა დიდ ინვესტიციას, მაგრამ Optimo-მ ეს მიდგომა ძირეულად შეცვალა. კომპანიამ ბაზარს შესთავაზა ხელმისაწვდომი, ყოველთვიურ გადასახადზე დაფუძნებული მოდელი, რომელშიც შედის:

• პროგრამული უზრუნველყოფა და მუდმივი ტექნიკური მხარდაჭერა • პროდუქციის სარეალიზაციო მოწყობილობები • მარტივი, ინტუიტიური ინტერფეისი, რომელიც სპეციალურ ტექნიკურ ცოდნას არ მოითხოვს

მართვა ნებისმიერი წერტილიდან და პროცესების ავტომატიზაცია

Optimo-ს მთავარი ღირებულება ბიზნესის მფლობელებისთვის სრული დისტანციური კონტროლი და პროცესების გამარტივებაა.

ბიზნესის მფლობელს ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან შეუძლია თვალი ადევნოს რეალურ სურათს: შემოსავლებს, მომგებიანობასა და საწყობის ნაშთებს.

პროგრამა მზა ანალიტიკას აწვდის მენეჯერებს, რაც მათ ეხმარება გაიგონ, რომელი პროდუქტებია ყველაზე მოთხოვნადი და სწორად დაგეგმონ მარკეტინგული აქტივობები გაყიდვების გასაზრდელად.

Optimo აგრძელებს ფუნქციონალის გაფართოებასა და ინოვაციური შესაძლებლობების დანერგვას, რათა ბიზნესის მართვა კიდევ უფრო მარტივი, გამჭვირვალე და შედეგზე ორიენტირებული გახადოს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რამდენად რეალურია, დენის იმპორტისას შუამავალი კომპანიების "ჩახსნამ" ტარიფი გააიაფოს?|სემეკის პასუხის BMG-ის

რამდენად რეალურია, დენის იმპორტისას შუამავალი კომპანიების "ჩახსნამ" ტარიფი გააიაფოს?|სემეკის პასუხის BMG-ის

BM.GE

მთავრობა ანაკლიის პორტის დაფინანსებას წელს ₾125 მილიონით ზრდის | 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი

მთავრობა ანაკლიის პორტის დაფინანსებას წელს ₾125 მილიონით ზრდის | 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი

BM.GE

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

BM.GE

"მსოფლიო ბანკის მმართველობის ინდიკატორებს ვუყურებთ"|როგორ აფასებს Fitch-ი სებ-ის დამოუკიდებლობას?

"მსოფლიო ბანკის მმართველობის ინდიკატორებს ვუყურებთ"|როგორ აფასებს Fitch-ი სებ-ის დამოუკიდებლობას?

BM.GE