მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ოქრო ერთ-ერთი ყველაზე მყარი დაზღვევაა რისკიან გეოპოლიტიკურ გარემოში - ფინანსისტი სებ-ის შესყიდვაზე
ოქრო ერთ-ერთი ყველაზე მყარი დაზღვევაა რისკიან გეოპოლიტიკურ გარემოში - ფინანსისტი სებ-ის შესყიდვაზე

ოქრო ერთ-ერთი ყველაზე მყარი დაზღვევაა რისკიან გეოპოლიტიკურ გარემოში - ფინანსისტი სებ-ის შესყიდვაზე

BM.GE11 ივნისი, 2026, 00:31|bm.ge

ფინანსისტების ნაწილი ეროვნული ბანკის მიერ ოქროს რეზერვების გაზრდას და დამატებით 100 მლნ დოლარის ღირებულების მონეტარული ოქროს შეძენას დადებითად აფასებს.

როგორც BMG-სთან ფინანსისტი ვასილ რევიშვილი აცხადებს, იმ ფონზე, რომ გეოპოლიტიკური ვითარების გამო სხვადასხვა ვალუტები მერყეობით გამოირჩევა, ოქროს მიმართულებით რეზერვების დივერსიფიცირება სწორი გადაწყვეტილებაა.

მისივე თქმით, მიმდინარე პერიოდში ოქროს შესყიდვა ხელსაყრელია იმ ფონზეც, რომ ბოლო ერთ თვეში მისი ფასი გლობალურ ბაზარზე დაახლოებით 10%-ითაა შემცირებული.

“გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, ბევრი ფაქტორი დაგროვდა, რომელიც იწვევს სტაბილური ვალუტების მერყეობას, იქნება ეს დოლარი, ევრო თუ სხვა. ოქრო ერთ-ერთი ყველაზე მყარი დაზღვევა არის რისკიანი გეოპოლიტიკური გარემოს წინააღმდეგ. შესაბამისად, მხოლოდ მივესალმები [მონეტარული ოქროს ყიდვას]. წინა რაუნდმა გაამართლა, რადგან ბოლო ერთ წელიწადში ოქრო [ფასი] 25%-ით გაიზარდა. ახლაც, ოქროს ფასი ისეთია, არ არის წარმოუდგენელი, რომ დაახლოებით 10%-ით მაინც გაიზარდოს და 5000 დოლარიან ნიშნულს დაუბრუნდეს უნციაზე ფასი.

შესაბამისად, ჩემი აზრით, რაც უფრო მეტი რეზერვი გვექნება სწრაფად კონვერტირებად და ლიკვიდურ, ნაკლებრისკიან აქტივებში, მით უფრო კარგია ჩვენი ქვეყნისთვის. ასე რომ, მე მხოლოდ მივესალმები ეროვნული ბანკის ნაბიჯს, რომ ასე მნიშვნელოვნად გაზარდეს რეზერვები და მათ შორის, ოქროს წილიც”, - განაცხადა ვასილ რევიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო რეზერვებისთვის დამატებით 100 მლნ აშშ დოლარის ღირებულების უმაღლესი სინჯის (999.9) LBMA სტანდარტის ოქროს ზოდები შეიძინა.

მიმდინარე შესყიდვის შედეგად, მონეტარული ოქროს წილი საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებში 15.5%-ს მიაღწევს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე

არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე

BM.GE

Galt & Taggart-ის პროგნოზით, 2027 წელს რეფინანსირების განაკვეთი 7.5%-მდე შემცირდება

Galt & Taggart-ის პროგნოზით, 2027 წელს რეფინანსირების განაკვეთი 7.5%-მდე შემცირდება

BM.GE

ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, მთავარია დროული რეაგირება - კახა კალაძე სემეკის განცხადებაზე

ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, მთავარია დროული რეაგირება - კახა კალაძე სემეკის განცხადებაზე

BM.GE

საზოგადოებრივი ჯანმრთელობა: ინფორმაციის, რეგულაციისა და არჩევანის ბალანსი

საზოგადოებრივი ჯანმრთელობა: ინფორმაციის, რეგულაციისა და არჩევანის ბალანსი

BM.GE