მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ოქროს ფასი 5 თვეში 28%-ით დაეცა, ვერცხლის – განახევრდა
ოქროს ფასი 5 თვეში 28%-ით დაეცა, ვერცხლის – განახევრდა

ოქროს ფასი 5 თვეში 28%-ით დაეცა, ვერცხლის – განახევრდა

BM.GE11 ივნისი, 2026, 18:10|bm.ge

მიმდინარე წელი ოქროსთვის განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა - 5 თვის წინ დაფიქსირებულ პიკურ მაჩვენებელთან შედარებით, დღეისათვის მისი ფასი ბირჟაზე 28%-ით არის შემცირებული, რაც უნციაზე თითქმის 1,600-დოლარიან კორექციას წარმოადგენს.

რაც შეეხება ვერცხლს, მისი ფასი ამავე პერიოდში 50%-ით არის შემცირებული, ანუ ის განახევრებულია.

ამჟამინდელი მდგომარეობით, ოქრო უნციაზე დაახლოებით 4,000 დოლარად ივაჭრება, ხოლო ვერცხლის ფასი 60 დოლარის ფარგლებშია, რაც ერთ თვეში შესაბამისად 13% და 26%-იან ვარდნას წარმოადგენს.

ბაზარზე პესიმისტური განწყობა აშშ-ის ინფლაციურ სტატისტიკას და სამომხმარებლო ფასების მკვეთრ ზრდას უკავშირდება. როგორც ირკვევა, სამომხმარებლო ფასების მატება ბაზარზე იმ მოლოდინს აძლიერებს, რომ აშშ-ის ფედერალური რეზერვი მაღალ საპროცენტო განაკვეთებს ხანგრძლივი პერიოდით შეინარჩუნებს ან მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას განაახლებს.

ამას ისიც ადასტურებს, რომ ამერიკულ სახაზინო ობლიგაციებზე განაკვეთები იზრდება, რაც ინვესტორებს კაპიტალის გადატანისკენ უბიძგებს. ამას ის განაპირობებს, რომ ოქრო პასიური აქტივია, ხოლო ობლიგაციების სანაცვლოდ ინვესტორები პერიოდულ პროცენტულ სარგებელს იღებენ, რაც ამჟამად უფრო მიმზიდველია, ვიდრე ძვირფასი მეტალი.

აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ოქრო ტრადიციულად ინფლაციისგან დამცავ აქტივად მიიჩნევა, თუმცა მაღალი განაკვეთები მის მიმზიდველობას ამცირებს, რადგან ამ დროს ინვესტორები უპირატესობას შემოსავლიან აქტივებს ანიჭებენ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

6 თვეში ექსპლუატაციაში შესული სპორტული ობიექტების ფართობი 2440%-ით გაიზარდა - სტატისტიკა

6 თვეში ექსპლუატაციაში შესული სპორტული ობიექტების ფართობი 2440%-ით გაიზარდა - სტატისტიკა

BM.GE

ეგვიპტის პორტში დრონის თავდასხმის შედეგად ორი გემი დააზიანეს

ეგვიპტის პორტში დრონის თავდასხმის შედეგად ორი გემი დააზიანეს

BM.GE

დამატებითი პოლიტიკური რგოლის შექმნა რეგიონებს ვერ გააძლიერებს - დავით მელუა რეგიონული პოლიტიკის მინისტრის აპარატზე

დამატებითი პოლიტიკური რგოლის შექმნა რეგიონებს ვერ გააძლიერებს - დავით მელუა რეგიონული პოლიტიკის მინისტრის აპარატზე

BM.GE

ივნისში საფინანსო დანაშაულებზე დევნა 45 პირის მიმართ დაიწყო - რა სახის დარღვევები დაფიქსირდა?

ივნისში საფინანსო დანაშაულებზე დევნა 45 პირის მიმართ დაიწყო - რა სახის დარღვევები დაფიქსირდა?

BM.GE