
ოქროსა და ვერცხლის ფასი დაეცა - როგორია ფასების დინამიკა ძვირფას ლითონზე?
სამშაბათს, 3 ნოემბერს ოქროსა და ვერცხლის ფასები შემცირდა, რამაც ორშაბათის გაძვირების ნაწილი გააბათილა. მიზეზი ახლო აღმოსავლეთში განახლებული დაძაბულობაა, რამაც ნავთობის ფასები გაზარდა და გააძლიერა მოლოდინი, რომ აშშ-ის ფედერალური რეზერვი მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას შეინარჩუნებს.
თბილისის დროით 13:30 საათისთვის ოქროს სპოტფასი დაახლოებით 1%-ით შემცირდა და უნციაზე 3 908.49 დოლარი შეადგინა, ხოლო ვერცხლის ფასი 3.1%-ით დაეცა და უნციაზე 49.05 დოლარად ივაჭრებოდა.
შესაბამისად, ორშაბათის მცირე, 1.8%-იანი აღდგენის მიუხედავადაც, ოქრო კვლავ 4 000-დოლარიანი ნიშნულის ქვემოთ რჩება.
ცნობისთვის, ტრეიდერები დეკემბერში ფედერალური რეზერვის მიერ საპროცენტო განაკვეთის კიდევ ერთი ზრდის ალბათობას დაახლოებით 75%-ით აფასებენ.
მაღალი საპროცენტო განაკვეთები, როგორც წესი, ამცირებს მოთხოვნას ისეთ უპროცენტო აქტივებზე, როგორებიც ოქრო და ვერცხლია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამას აშშ-ის სახაზინო ობლიგაციების შემოსავლიანობის ზრდაც ახლავს.
საბაზრო პერსპექტივა
ოქროს პირველადი მხარდაჭერის დონე 3 900 დოლარის ფარგლებშია, რასაც 3 875 დოლარი მოსდევს, წინააღმდეგობის დონე კი 3 950 და 4 000 დოლართან ფიქსირდება.
ვერცხლი კვლავ მოწყვლადი რჩება 50 დოლარის ქვემოთ - მხარდაჭერით 49 დოლართან და წინააღმდეგობით 50.90 დოლარის ნიშნულზე.
ნავთობის ფასების შემდგომმა ზრდამ შესაძლოა ძვირფასი ლითონების კორექცია გაახანგრძლივოს, თუმცა არჩევნებთან დაკავშირებულმა გაურკვევლობამ შესაძლოა, მოთხოვნის ზრდაც გამოიწვიოს.
BM.GE
წყარო: bm.ge