მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აშშ ისრაელისთვის ყოველწლიური $4-მილიარდიანი დაფინანსების გამოყოფას წყვეტს
აშშ ისრაელისთვის ყოველწლიური $4-მილიარდიანი დაფინანსების გამოყოფას წყვეტს

აშშ ისრაელისთვის ყოველწლიური $4-მილიარდიანი დაფინანსების გამოყოფას წყვეტს

BM.GE3 ნოემბერი, 2026, 23:18|bm.ge

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ვაშინგტონი მიმდინარე წლის ბოლომდე ისრაელისთვის ყოველწლიური $4-მილიარდიანი დაფინანსების გამოყოფას შეწყვეტს.

ტელეკომპანია Fox News-თან საუბრისას თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, რომ მხარეებმა შესაბამის შეთანხმებას რამდენიმე თვის წინ მიაღწიეს. კერძოდ, ტრამპმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მოილაპარაკეს, რომ წლის დასრულების შემდეგ აშშ მოკავშირე ქვეყანას პირდაპირ ფინანსურ რესურსს აღარ გადასცემს.

ამერიკის პრეზიდენტმა განმარტა, რომ რეგიონულმა პარტნიორმა ეკონომიკურ წარმატებას უკვე მიაღწია და მას რეგულარული ფინანსური დახმარება აღარ სჭირდება. ტრამპის თქმით, საჭიროების შემთხვევაში ვაშინგტონი თელ-ავივს მხარდაჭერას კვლავ აღმოუჩენს, ისრაელს კი ნებისმიერი შეიარაღების შეძენის შესაძლებლობა დარჩება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აშშ-რუსეთის საუკუნის პროექტი თუ ილუზია - რამდენად რეალისტურია ბერინგის სრუტეში რკინიგზის გვირაბის გაყვანა?

აშშ-რუსეთის საუკუნის პროექტი თუ ილუზია - რამდენად რეალისტურია ბერინგის სრუტეში რკინიგზის გვირაბის გაყვანა?

BM.GE

სომხეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 7.0%-მდე გაზარდა

სომხეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 7.0%-მდე გაზარდა

BM.GE

ჯანმრთელობის დაცვა წლიურად 8.4%-ით გაძვირდა | საქსტატი

ჯანმრთელობის დაცვა წლიურად 8.4%-ით გაძვირდა | საქსტატი

BM.GE

ოქროსა და ვერცხლის ფასი დაეცა - როგორია ფასების დინამიკა ძვირფას ლითონზე?

ოქროსა და ვერცხლის ფასი დაეცა - როგორია ფასების დინამიკა ძვირფას ლითონზე?

BM.GE