მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ოქტომბერში 389 მაღალანაზღაურებადი პირის ხელფასმა 228 ათასზე მეტი დასაქმებულის შემოსავალს გადააჭარბა
ოქტომბერში 389 მაღალანაზღაურებადი პირის ხელფასმა 228 ათასზე მეტი დასაქმებულის შემოსავალს გადააჭარბა

ოქტომბერში 389 მაღალანაზღაურებადი პირის ხელფასმა 228 ათასზე მეტი დასაქმებულის შემოსავალს გადააჭარბა

BM.GE23 ნოემბერი, 2026, 20:21|bm.ge

ოქტომბერში 100 000 ლარი და მეტი ხელფასის მიმღებმა 389 პირმა უფრო მეტი თანხა მიიღო, ვიდრე 1000 ლარამდე შემოსავლის მქონე 228,435 დასაქმებულმა.

შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, ოქტომბერში ხელფასი 1,032,248 პირს დაერიცხა, ჯამურმა დარიცხულმა თანხამ 3 მლრდ 25 მლნ ლარი შეადგინა.

23 ნოემბრის მდგომარეობით, შემოსავლების სამსახურის სტატისტიკა აჩვენებს, რომ ხელფასის მიმღებთა 22.1% ანუ 228,435 დასაქმებულს 1,000 ლარზე ნაკლები ხელფასი ჩაერიცხა. ჯამში, მათი დარიცხული ხელფასი 128.8 მლნ ლარი იყო, რაც მთლიანი სახელფასო ფონდის მხოლოდ 4.26%.

აღსანიშნავია, რომ გასულ თვეში 100,000 ლარზე მეტი შემოსავალი ხელფასის სახით 389 პირმა მიიღო, მათი დარიცხული ხელფასი კი 159.1 მლნ ლარს აღწევდა. ჯამური სახელფასო ფონდის - 5.2%. 2025 წელს ასეთი 325 პირი იყო. მათი ჯამური ხელფასი კი, 2025 წელს 131,1 მლნ ლარი იყო.

მთლიანი სახელფასო ფონდის 58.34% მოდის 1,200-დან 6,000 ლარამდე დიაპაზონის მქონე პირებზე. მონაცემები აჩვენებს იმასაც, რომ ხოლო 100,000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე 389 პირის ჯამური შემოსავალი (159,089,882.07 ₾) მკვეთრად აღემატება 1,000 ლარზე ნაკლები ხელფასის მქონე 228,435 პირის ერთობლივ შემოსავალს (128,847,104.72 ₾).

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„თეგეტა ჰოლდინგი“ სოციალური მეწარმეობის ფორუმის ოქროს სპონსორი გახდა

„თეგეტა ჰოლდინგი“ სოციალური მეწარმეობის ფორუმის ოქროს სპონსორი გახდა

BM.GE

შავი პარასკევი ქართულ ონლაინ მაღაზიებში: 5 ციფრული შეცდომა, რომლის გამოც ფასდაკლება გაყიდვებად არ იქცევა

შავი პარასკევი ქართულ ონლაინ მაღაზიებში: 5 ციფრული შეცდომა, რომლის გამოც ფასდაკლება გაყიდვებად არ იქცევა

BM.GE

განათლების სამინისტრო სკოლებში საგაკვეთილო საათების განაწილების წესს ცვლის - სახალხო დამცველი

განათლების სამინისტრო სკოლებში საგაკვეთილო საათების განაწილების წესს ცვლის - სახალხო დამცველი

BM.GE

ბირჟაზე ნავთობის ფასი ეცემა – მოლოდინები

ბირჟაზე ნავთობის ფასი ეცემა – მოლოდინები

BM.GE