მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. შავი პარასკევი ქართულ ონლაინ მაღაზიებში: 5 ციფრული შეცდომა, რომლის გამოც ფასდაკლება გაყიდვებად არ იქცევა
შავი პარასკევი ქართულ ონლაინ მაღაზიებში: 5 ციფრული შეცდომა, რომლის გამოც ფასდაკლება გაყიდვებად არ იქცევა

შავი პარასკევი ქართულ ონლაინ მაღაზიებში: 5 ციფრული შეცდომა, რომლის გამოც ფასდაკლება გაყიდვებად არ იქცევა

BM.GE23 ნოემბერი, 2026, 20:06|bm.ge

შავი პარასკევი დიდი ხანია აღარ არის მხოლოდ ამერიკული ტრადიცია - ნოემბრის ბოლოს ფასდაკლებებს თითქმის ყველა ონლაინ მაღაზია გეგმავს. თუმცა 30%-იანი ფასდაკლება ავტომატურად გაყიდვას არ ნიშნავს. მომხმარებელი ხშირად საიტზე შედის, ნივთს კალათაში ამატებს და უჩინარდება.

მიზეზი, როგორც წესი, ფასი კი არა, წვრილმანი ციფრული ხარვეზებია. მარკეტინგულმა კომპანია Kibe Consulting-მა საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, გამოყო ტოპ 5 შეცდომა, რომელსაც ქართული ონლაინ მაღაზიები ყველაზე ხშირად უშვებენ.

1. საიტი, რომელიც პიკის საათებში ითიშება ან ნელდება

შავი პარასკევის დღეს ტრაფიკი ჩვეულებრივზე რამდენჯერმე იზრდება - განსაკუთრებით ელექტრონიკისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიებში, სადაც მომხმარებლები აქციის დაწყებას დილიდანვე ელოდებიან. თუ ჰოსტინგი ამ დატვირთვისთვის მზად არ არის, საიტი ნელდება ან საერთოდ წყვეტს მუშაობას, დაკარგული გაყიდვები კი აღარაფრით ანაზღაურდება.

Google-ის კვლევით, მობილური ვიზიტების ნახევარზე მეტი წყდება, თუ გვერდი 3 წამზე მეტხანს იტვირთება. ქართველი მომხმარებლების დიდი ნაწილი კი ონლაინ შოპინგს სწორედ სმარტფონით აკეთებს. ამიტომ აქციამდე 2–3 კვირით ადრე აუცილებელია სიჩქარის შემოწმება PageSpeed Insights-ით, სურათების ოპტიმიზაცია, ქეშირების გამართვა და სერვერის დატვირთვის ტესტირება. ერთი საათით გათიშული საიტი შავ პარასკევს სარეკლამო ბიუჯეტზე ბევრად ძვირი ჯდება.

2. რთული და გაწელილი ჩექაუთი

Baymard Institute-ის მონაცემებით, ონლაინ კალათების დაახლოებით 70% შეუძენლად რჩება. ქართულ მაღაზიებში ამის ხშირი მიზეზია სავალდებულო რეგისტრაცია, გრძელი ფორმა და მიწოდების ფასი, რომელიც მხოლოდ ბოლო ეტაპზე ჩნდება. ტანსაცმლისა და კოსმეტიკის მაღაზიებში, სადაც შესყიდვა ხშირად იმპულსურია, ყოველი დამატებითი ნაბიჯი მომხმარებლის დაკარგვის რისკს ზრდის.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტუმრის რეჟიმში ყიდვისა და განვადების გაფორმების შესაძლებლობა, რათა მომხმარებელმა რეგისტრაციის გარეშე სასურველი პროდუქტის შეძენა.

3. ხელოვნური ფასდაკლება

ქართველი მომხმარებელი სულ უფრო სკეპტიკურად უდგება ფასდაკლებებს - აქციამდე ფასებს ადარებს, სქრინშოთებს ინახავს და სოციალურ ქსელებში, განსაკუთრებით Facebook-ის ჯგუფებში, აზიარებს.

თუ პროდუქტის ფასი შავ პარასკევამდე რამდენიმე დღით ადრე გაიზარდა და შემდეგ „ფასდაკლებით“ ძველ ნიშნულს დაუბრუნდა, ეს სწრაფად ვრცელდება და ბრენდის რეპუტაციას მნიშვნელოვნად აზიანებს.

ნდობას ამცირებს ისიც, როცა საიტზე არ ჩანს ძველი და ახალი ფასი, მარაგის რეალური რაოდენობა ან დაბრუნების პირობები. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია მხოლოდ Instagram-სა და Facebook-ზე არსებულ მცირე მაღაზიებში, სადაც ფასი ხშირად მხოლოდ პირად შეტყობინებაში იწერება და მომხმარებელს შედარების საშუალება არ აქვს. გამჭვირვალე ფასები და მკაფიო პირობები ნდობის ასაშენებლად ყველაზე მარტივი და ეფექტური გზაა.

4. რეკლამა გამართული ანალიტიკის გარეშე

ბევრი მაღაზია შავი პარასკევისთვის სოციალური მედიის მარკეტინგის ბიუჯეტს ზრდის, მაგრამ Meta Pixel, Conversions API და GA4-ის e-commerce event-ები სწორად არ აქვს კონფიგურირებული. შედეგად, აქციის დასრულების შემდეგ რთულია იმის გარკვევა, რომელმა კამპანიამ მოიტანა რეალური გაყიდვა და რომელმა - მხოლოდ ჩართულობა.

კიდევ ერთი გავრცელებული შეცდომაა რეკლამის მთავარ გვერდზე გაშვება კონკრეტული პროდუქტის ან აქციის კატეგორიის ნაცვლად. ტექნიკის ან სასაჩუქრე ნივთების მაღაზიას შეიძლება ასობით პროდუქტი ჰქონდეს ფასდაკლებაში, და თუ მომხმარებელს სასურველი ნივთის ძებნა თავად უწევს, ხშირად უბრალოდ თავად ტოვებს ვებსაიტს. გარდა ამისა, რეტარგეტინგი მათთვის, ვინც კალათა მიატოვა, ხშირად ბიუჯეტის ყველაზე მომგებიანი ნაწილია, თუმცა ზუსტი თრექინგის გარეშე მისი სრულფასოვნად გამოყენება შეუძლებელია.

5. ბოლო წუთამდე გადადებული მომზადება

Google-ში ძიებები „შავი პარასკევი“ და „შავი პარასკევი საქართველოში” აქციამდე რამდენიმე კვირით ადრე იწყებს მატებას. მაღაზიები კი, როგორც წესი, აქციის გვერდს ბოლო დღეებში ქმნიან და დასრულებისთანავე შლიან - ასეთი გვერდი საძიებო სისტემებში მაღალ პოზიციებს ვერასოდეს დაიკავებს.

უკეთესი სტრატეგიაა მუდმივი, SEO-ოპტიმიზებული გვერდი ერთსა და იმავე მისამართზე არსებობდეს, რომელიც ყოველწლიურად ახლდება და დროთა განმავლობაში საძიებო სისტემაში ავტორიტეტს აგროვებს. ასეთი გვერდის SEO ოპტიმიზაცია აქციამდე მინიმუმ ერთი-ორი თვით ადრე უნდა დაიწყოს, რომ Google-მა მისი ინდექსირება და შეფასება მოასწროს. ამავე პერიოდში ღირს ელფოსტისა და SMS ბაზის შეგროვება „ადრეული წვდომის“ შეთავაზებით. ეს განსაკუთრებით ეფექტურია ავეჯისა და ტექნიკის მაღაზიებისთვის, რადგან ამ ტიპის შენაძენს მომხმარებლები წინასწარ გეგმავენ და სასურველ სიას აქციამდე ადგენენ.

ფასდაკლება მხოლოდ დასაწყისია

შავი პარასკევის შედეგი ფასდაკლების ზომაზე ნაკლებადაა დამოკიდებული. მეტად მნიშვნელოვანია მომზადების ხარისხი. თუ ონლაინ მაღაზიები ამ 5 შეცდომას თავს აარიდებენ, მათი შავი პარასკევის კამპანია წარმატებით ჩაივლის.

Kibe Consulting ქართულ ბიზნესებს ეხმარება გაყიდვებზე ორიენტირებული საიტების დამზადებაში, SEO ოპტიმიზაციაში, სოციალური მედიის მარკეტინგსა და AI ავტომატიზაციაში - სტრატეგიიდან აღსრულებამდე, გაზომვადი შედეგებით.

თუ გსურთ წარმატებული ციფრული კამპანიების დაგეგმვა, რომლებიც ფასდაკლებას რეალურ გაყიდვებად აქცევს, დაუკავშირდით Kibe Consulting-ის გუნდს!

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„თეგეტა ჰოლდინგი“ სოციალური მეწარმეობის ფორუმის ოქროს სპონსორი გახდა

„თეგეტა ჰოლდინგი“ სოციალური მეწარმეობის ფორუმის ოქროს სპონსორი გახდა

BM.GE

ოქტომბერში 389 მაღალანაზღაურებადი პირის ხელფასმა 228 ათასზე მეტი დასაქმებულის შემოსავალს გადააჭარბა

ოქტომბერში 389 მაღალანაზღაურებადი პირის ხელფასმა 228 ათასზე მეტი დასაქმებულის შემოსავალს გადააჭარბა

BM.GE

განათლების სამინისტრო სკოლებში საგაკვეთილო საათების განაწილების წესს ცვლის - სახალხო დამცველი

განათლების სამინისტრო სკოლებში საგაკვეთილო საათების განაწილების წესს ცვლის - სახალხო დამცველი

BM.GE

ბირჟაზე ნავთობის ფასი ეცემა – მოლოდინები

ბირჟაზე ნავთობის ფასი ეცემა – მოლოდინები

BM.GE