მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ოქტომბერში ჩინეთის ეკონომიკური მაჩვენებლები პროგნოზებს ჩამორჩა
ოქტომბერში ჩინეთის ეკონომიკური მაჩვენებლები პროგნოზებს ჩამორჩა

ოქტომბერში ჩინეთის ეკონომიკური მაჩვენებლები პროგნოზებს ჩამორჩა

BM.GE17 ნოემბერი, 2026, 03:55|bm.ge

ოქტომბერში ჩინეთში საცალო გაყიდვების, სამრეწველო წარმოებისა და ძირითად კაპიტალში ინვესტიციების მაჩვენებლები ეკონომისტების პროგნოზებს ჩამორჩა და ქვეყნის ეკონომიკური შენელება კიდევ უფრო გაღრმავდა.

ოფიციალური მონაცემებით, საცალო გაყიდვები წლიურად მხოლოდ 0.4%-ით გაიზარდა. ეს შედეგი კი ანალიტიკოსების მიერ ნავარაუდევ 0.8%-იან მატებას ორჯერ ჩამორჩა. ამასთან, ის მკვეთრად ჩამოუვარდა სექტემბერში დაფიქსირებულ ექვსთვიან მაქსიმუმს, 1.1%-ს. როგორც ირკვევა, სამომხმარებლო ხარჯების კლება განაპირობა უძრავი ქონების ბაზარზე არსებულმა კრიზისმა.

რაც შეეხება სხვა მაჩვენებლებს, სამრეწველო წარმოება ოქტომბერში წლიურ ჭრილში 4.8%-ით გაიზარდა. და ექსპერტების მიერ პროგნოზირებულ 5.3%-იან ზრდას ჩამორჩა. ამასთან, წარმოების ტემპი მკვეთრად შენელდა სექტემბერთან შედარებითაც, როდესაც ზრდამ ხუთთვიან მაქსიმუმს, 5.5%-ს მიაღწია.

როგორც ირკვევა, მიმდინარე წლის პირველ ათ თვეში ძირითად კაპიტალში ინვესტიციები, მათ შორის უძრავ ქონებასა და ინფრასტრუქტურაში, 8.1%-ით შემცირდა. ეკონომისტების შეფასებით, საინვესტიციო ვარდნის ასეთი მასშტაბი პანდემიის პერიოდის შემდეგ არ დაფიქსირებულა.

აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური სირთულეები აისახა შრომის ბაზარზეც, სადაც ოქტომბერში უმუშევრობის საერთო დონემ 5.1% შეადგინა. ამის პარალელურად, სექტემბრის მონაცემებით, 16-დან 24 წლამდე ახალგაზრდებში, სტუდენტების გამოკლებით, უმუშევრობა წლიურ მაქსიმუმთან ახლოს, 18%-იან ნიშნულზე დაფიქსირდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Diamondback Energy-მ შეიძლება Double Eagle-ის აქტივები $5 მილიარდად შეიძინოს

Diamondback Energy-მ შეიძლება Double Eagle-ის აქტივები $5 მილიარდად შეიძინოს

BM.GE

სოროსის ფონდმა Intel-ში ინვესტიცია $340 მილიონამდე გაზარდა

სოროსის ფონდმა Intel-ში ინვესტიცია $340 მილიონამდე გაზარდა

BM.GE

იტალიამ Facebook-ს €805 მილიონის ჯარიმა დააკისრა - რა იყო მიზეზი?

იტალიამ Facebook-ს €805 მილიონის ჯარიმა დააკისრა - რა იყო მიზეზი?

BM.GE

ჩინეთში ექსპორტის ხელშესაწყობად, სამუშაო ჯგუფი იქმნება - გენადი არველაძე

ჩინეთში ექსპორტის ხელშესაწყობად, სამუშაო ჯგუფი იქმნება - გენადი არველაძე

BM.GE