მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სოროსის ფონდმა Intel-ში ინვესტიცია $340 მილიონამდე გაზარდა
სოროსის ფონდმა Intel-ში ინვესტიცია $340 მილიონამდე გაზარდა

სოროსის ფონდმა Intel-ში ინვესტიცია $340 მილიონამდე გაზარდა

BM.GE17 ნოემბერი, 2026, 04:05|bm.ge

მილიარდერ ჯორჯ სოროსის საინვესტიციო ფონდმა, Soros Fund Management-მა მესამე კვარტალში ჩიპების მწარმოებელ ამერიკულ Intel-ში საკუთარი წილი მნიშვნელოვნად გაზარდა.

მარეგულირებელ უწყებაში წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, საინვესტიციო ფირმამ 2.83 მილიონი აქცია შეიძინა, რომლის ღირებულება $340 მილიონს შეადგენს.

ამ შესყიდვის საპირისპიროდ, Soros Fund Management-მა Apple-ში საკუთარი აქციების რაოდენობა 25.7%-ით შეამცირა. ამასთან, საინვესტიციო ფირმამ ON Semiconductor-ის წილი 92.7%-ით შეამცირა და პოზიცია ფაქტობრივად გაანულა.

აღსანიშნავია, რომ Intel-ის აქციების ღირებულება გასული თვის ბოლოს მკვეთრად შემცირდა, რადგან კომპანიამ ინვესტორების მოლოდინები ვერ გაამართლა და სამომავლო პროგნოზები შეამცირა. ეს ცვლილება პერსონალური კომპიუტერების ბაზრის შესუსტებას, წარმოებაში არსებულ შეფერხებებს და საწარმოო სიმძლავრეების გაფართოებაზე მიმართულ მსხვილ ხარჯებს უკავშირდება. და მაინც, წლის დასაწყისიდან დღემდე კომპანიის აქციების ღირებულება თითქმის 62%-ით არის გაზრდილი, რასაც AI-პროცესორებზე გაზრდილი მოთხოვნა განაპირობებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მილიონის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 135 სტატია.

  • კობახიძე ამბობს, რომ 2020 წლის შემდეგ, ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა სიღარიბე დაძლიატვ პირველი
  • მარიამ ქვრივიშვილი: გვაქვს ამბიციური გეგმა, რომ 2029 წელს საქართველოს რკინიგზამ და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის საპორტო ინფრასტრუქტურამ უზრუნველყოს არსებული ტვირთების გამტარუნარიანობის გაორმაგება და მიაღწიოს 30 მილიონ ტონასრუსთავი 2
  • გერმანია უკრაინას დამატებით 200 მილიონ ევროს გამოუყოფსფორმულა
  • 2026 წელს გამოვყოფთ 38 მილიონ ევროს ახალი პროექტებისთვის – EU-ის საელჩონეტგაზეთი
მილიონის →

მსგავსი სტატიები

Diamondback Energy-მ შეიძლება Double Eagle-ის აქტივები $5 მილიარდად შეიძინოს

Diamondback Energy-მ შეიძლება Double Eagle-ის აქტივები $5 მილიარდად შეიძინოს

BM.GE

იტალიამ Facebook-ს €805 მილიონის ჯარიმა დააკისრა - რა იყო მიზეზი?

იტალიამ Facebook-ს €805 მილიონის ჯარიმა დააკისრა - რა იყო მიზეზი?

BM.GE

ოქტომბერში ჩინეთის ეკონომიკური მაჩვენებლები პროგნოზებს ჩამორჩა

ოქტომბერში ჩინეთის ეკონომიკური მაჩვენებლები პროგნოზებს ჩამორჩა

BM.GE

ჩინეთში ექსპორტის ხელშესაწყობად, სამუშაო ჯგუფი იქმნება - გენადი არველაძე

ჩინეთში ექსპორტის ხელშესაწყობად, სამუშაო ჯგუფი იქმნება - გენადი არველაძე

BM.GE