მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ორგანიზებული ჯგუფი ავტომობილების რეექსპორტის გზით გადასახადებს თავს არიდებდა - ბიუჯეტს ₾549 ათასის ზიანი მიადგა
ორგანიზებული ჯგუფი ავტომობილების რეექსპორტის გზით გადასახადებს თავს არიდებდა - ბიუჯეტს ₾549 ათასის ზიანი მიადგა

ორგანიზებული ჯგუფი ავტომობილების რეექსპორტის გზით გადასახადებს თავს არიდებდა - ბიუჯეტს ₾549 ათასის ზიანი მიადგა

BM.GE2 ნოემბერი, 2026, 15:22|bm.ge

საგამოძიებო სამსახურმა ავტომობილების რეექსპორტის გზით გადასახადებისგან თავის არიდების სქემა გამოავლინა - დაკავებულია 3 პირი, 16 პირს ბრალდება წარედგინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურასთან კოორდინაციით, ავტომობილების რეექსპორტის გზით იმპორტის გადასახადებისგან თავის არიდების ფაქტი გამოავლინეს. დანაშაულებრივი სქემის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტს 548 809 ლარზე მეტი ზიანი მიადგა.

"გამოძიების ფარგლებში დაკავებულია 3 პირი, ხოლო 16 პირს ბრალდება წარედგინა. მათგან ერთს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა, რადგან იგი საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას თავს არიდებდა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2025-2026 წლებში ორგანიზებული ჯგუფის წევრები ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ავტომობილებს რეექსპორტის რეჟიმში ფიქტიურად აფორმებდნენ. ამ სქემაში მათ 15 უცხო ქვეყნის მოქალაქეც ჩართეს, რომლებსაც აღნიშნული მოქმედებების სანაცვლოდ ანაზღაურებას უხდიდნენ.

სქემის ფარგლებში, ჯამში, 138 ავტომობილი რეექსპორტის რეჟიმში მოაქციეს, თუმცა კანონით დადგენილ ვადაში მათ საქართველოს ტერიტორია არ დატოვეს. ასეთ შემთხვევაში ავტომობილები იმპორტის პროცედურაში მოქცეულად ითვლება და შესაბამისი გადასახადები უნდა გადაიხადონ.

იმპორტის გადასახდელების გადაუხდელობის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტს 548 809,38 ლარის ზიანი მიადგა", - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე და 185-ე მუხლებით, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ლოტუს იმპექტ ფაინენსი“ მიკრობანკ „კრისტალის“ წილს ყიდულობს

„ლოტუს იმპექტ ფაინენსი“ მიკრობანკ „კრისტალის“ წილს ყიდულობს

BM.GE

თბილისში GEELY Nev Centre Georgia ოფიციალურად გაიხსნა

თბილისში GEELY Nev Centre Georgia ოფიციალურად გაიხსნა

BM.GE

II-VI კლასის მოსწავლეების სკოლის ფორმების შეძენას დღეიდან შეძლებენ | საგანმანათლებლო რესურსები

II-VI კლასის მოსწავლეების სკოლის ფორმების შეძენას დღეიდან შეძლებენ | საგანმანათლებლო რესურსები

BM.GE

9 თვეში თბილისში $3.1 მილიარდის ღირებულების ბინები გაიყიდა | TBC Capital

9 თვეში თბილისში $3.1 მილიარდის ღირებულების ბინები გაიყიდა | TBC Capital

BM.GE