მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თბილისში GEELY Nev Centre Georgia ოფიციალურად გაიხსნა
თბილისში GEELY Nev Centre Georgia ოფიციალურად გაიხსნა

თბილისში GEELY Nev Centre Georgia ოფიციალურად გაიხსნა

BM.GE2 ნოემბერი, 2026, 16:03|bm.ge

თბილისში, კახეთის გზატკეცილის №45ა-ში, „ჩოჩელი ინვესტმენტ ჯგუფის“ შემადგენლობაში შემავალი GEELY Nev Centre Georgia გაიხსნა. ღონისძიებას Geely-ს საერთაშორისო წარმომადგენლები, ბიზნესპარტნიორები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

GEELY Nev Centre Georgia-ს გახსნა საქართველოში ბრენდის განვითარების ახალი ეტაპის დასაწყისია და მნიშვნელოვანი ნაბიჯი ადგილობრივ ბაზარზე მისი პოზიციების განმტკიცებისა და მომხმარებლისთვის თანამედროვე საავტომობილო გამოცდილების შეთავაზების მიმართულებით.

ახალი ცენტრი მომხმარებელს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სივრცეს შესთავაზებს, სადაც Geely-ს უახლესი მოდელების გაცნობა, ავტომობილების დათვალიერება და ბრენდთან დაკავშირებული სრულყოფილი ინფორმაციის მიღება იქნება შესაძლებელი.

გახსნის ცერემონიის ფარგლებში სტუმრებმა დაათვალიერეს ახალი ცენტრი, გაეცნენ წარმოდგენილ ავტომობილებს და შეხვდნენ კომპანიის გუნდსა და Geely-ს საერთაშორისო წარმომადგენლებს.

„დღეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. GEELY Nev Centre Georgia-ს გახსნით „ჩოჩელი ინვესტმენტ ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. პროექტში 28 მილიონი ლარის ინვესტიცია განვახორციელეთ და ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენი მიზანია, ეტაპობრივად გავაფართოოთ საქმიანობა, განვავითაროთ ბრენდი საქართველოს მასშტაბით და განვითარების პირველ ეტაპზე დასავლეთ საქართველოში გავხსნათ ახალი ფილიალი.

Geely-სთან პარტნიორობა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. საქმე გვაქვს გლობალურ საავტომობილო ჯგუფთან, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს თანამედროვე საავტომობილო ინდუსტრიის განვითარებაში, განსაკუთრებით ელექტრო და ჰიბრიდული ტექნოლოგიების მიმართულებით.

გვჯერა, რომ ეს თანამშრომლობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი კომპანიისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნისთვისაც ახალი ინვესტიციების მოზიდვის, სამუშაო ადგილების შექმნისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის თვალსაზრისით“, განაცხადა GEELY Nev Centre Georgia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა საბა ჩოჩელმა.

GEELY Nev Centre Georgia-ს გახსნა ჯგუფის საავტომობილო მიმართულების გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიის ნაწილია. პროექტი აერთიანებს საერთაშორისო ბრენდთან პარტნიორობას, ადგილობრივ ბაზარზე გაფართოების შესაძლებლობებსა და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების განვითარებას.

ახალი ცენტრის ამოქმედება ხელს შეუწყობს Geely-ს ცნობადობის ზრდას, ქართულ ბაზარზე ბრენდის პოზიციების გაძლიერებას და მომხმარებლებისთვის თანამედროვე საავტომობილო ტექნოლოგიებისა და მაღალი ხარისხის მომსახურების ხელმისაწვდომობას.

GEELY Nev Centre Georgia საქმიანობას იწყებს მკაფიო განვითარების სტრატეგიით, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში ბრენდის პოზიციების გაძლიერებას, წარმომადგენლობის გაფართოებას და მომხმარებლებისთვის საერთაშორისო გამოცდილებისა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მომსახურების შეთავაზებას.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 176 სტატია.

  • განსაკუთრებული სამზადისი თბილისის ახალ ზოოპარკში - ნიამორების ისტორიულ არეალში დაბრუნების უნიკალური პროცესი "კურიერი P.S."-ის ობიექტივშირუსთავი 2
  • თბილისში, კუკური გოგიაშვილის ქუჩაზე, მოსახლეობა მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურას აპროტესტებსტვ პირველი
  • თბილისში ქორწილში კაცი მოკლესნეტგაზეთი
  • თბილისში, ძმის ქორწილში ახალგაზრდა კაცი მოკლესფორმულა
თბილისის →

მსგავსი სტატიები

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

BM.GE

"შუა დერეფნის ქვეყნებში Crystal-ის გამოცდილების გაფართოებას ვგეგმავთ" - არჩილ ბაკურაძე განვითარების ხედვაზე

"შუა დერეფნის ქვეყნებში Crystal-ის გამოცდილების გაფართოებას ვგეგმავთ" - არჩილ ბაკურაძე განვითარების ხედვაზე

BM.GE

Odoo-ს ახალი პარტნიორი საქართველოში: Caucasus ERP კავკასიის ბიზნესს ERP სისტემის დანერგვას სთავაზობს

Odoo-ს ახალი პარტნიორი საქართველოში: Caucasus ERP კავკასიის ბიზნესს ERP სისტემის დანერგვას სთავაზობს

BM.GE

2025 წელს ქვეყანაში მეცნიერულ კვლევებზე ₾282 მლნ ლარი დაიხარჯა | საქსტატი

2025 წელს ქვეყანაში მეცნიერულ კვლევებზე ₾282 მლნ ლარი დაიხარჯა | საქსტატი

BM.GE