მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ოცნებამ" დაასკვნა, რომ პრობლემა არა ფასები, არამედ მოსახლეობის უმრავლესობის სიღარიბეა" - ყოფილი ელჩი
"ოცნებამ" დაასკვნა, რომ პრობლემა არა ფასები, არამედ მოსახლეობის უმრავლესობის სიღარიბეა" - ყოფილი ელჩი

"ოცნებამ" დაასკვნა, რომ პრობლემა არა ფასები, არამედ მოსახლეობის უმრავლესობის სიღარიბეა" - ყოფილი ელჩი

BM.GE3 მაისი, 2026, 21:54|bm.ge

საქართველოს ყოფილი ელჩი გერმანიაში, ელგუჯა ხოკრიშვილი სოციალურ ქსელში საქართველოში ფასების ზრდასა და ეკონომიკურ მდგომარეობაზე წერს. პოსტში ის აღნიშნავს, რომ არსებული შეფასებები პრობლემის რეალურ მიზეზებს ვერ ხსნის.

„ფასების კომისიამ დაასკვნა, რომ ყველაფერი წესრიგშია, ბაზარი ნორმალურად მუშაობს. “ოცნებამ“ დაასკვნა, რომ პრობლემა ფასები კი არა მოსახლეობის უმრავლესობის სიღარიბეა და ამიტომ ვერ ყიდულობენ გაძვირებულ პროდუქტებს.

კომისიამ სიმპტომი შეისწავლა, მიზეზით არც დაინტერესებულა. პასუხი სულ სხვა კითხვაზე გასცა. მარჟები გადაჭარბებული არ არის, ბაზარი, ისევე როგორც აღმოსავლეთ ევროპაში, ე.წ. Hi-Lo (დახლზე მაღალი ფასი, მაგრამ მუდმივი აქციებითა და ფასდაკლებებით) მოდელით მუშაობს“, - წერს ის.

ყოფილი ელჩი ასევე სვამს კითხვას, რატომ ძვირდება პროდუქტები მუდმივად, რაზედაც თავადვე პასუხობს, რომ მთავარი მიზეზი იმპორტზე მაღალი დამოკიდებულებაა: „საქართველო პროდუქტების უმეტეს ნაწილს იმპორტით შემოაქვს. ადგილობრივად თითქმის არაფერი იწარმოება. გლობალური ფასების ყოველი ზრდა პირდაპირ ქართულ დახლზე აისახება“.

ხოკრიშვილი მიიჩნევს, რომ ადგილობრივი წარმოების გაძლიერებისა და ეკონომიკური განვითარებისკენ მიმართული ძირითადი მექანიზმები პრაქტიკულად შეჩერებულია. მისი თქმით, იაფი საკრედიტო რესურსები, სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამები და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, რომლებიც წარმოების სტიმულირებას უნდა ემსახურებოდეს, ან აღარ ფუნქციონირებს ან მნიშვნელოვნადაა შეფერხებული. ამასთან, მისი შეფასებით, ეკონომიკური ზრდის ოფიციალური მაჩვენებლები მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე სრულად არ აისახება.

"საქართველო პროდუქტების უმეტეს ნაწილს იმპორტით შემოაქვს. ადგილობრივად თითქმის არაფერი იწარმოება. გლობალური ფასების ყოველი ზრდა პირდაპირ ქართულ დახლზე აისახება. ევროინტეგრაციასთან ერთად გაიყინა ზუსტად ის შესაძლებლობები, რაც ამას შეცვლიდა. იაფი კრედიტები მწარმოებლებისთვის, სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამები, ლოგისტიკის გაუმჯობესება. ყველაფერი გაჩერდა.

ევროინტეგრაციასთან ერთად გაიყინა ზუსტად ის შესაძლებლობები, რაც ამას შეცვლიდა. იაფი კრედიტები მწარმოებლებისთვის, სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამები, ლოგისტიკის გაუმჯობესება. ყველაფერი გაჩერდა. „ეკონომიკური ზრდა“ ქაღალდზეა. მშპ-ს ციფრები ქვეყნისთვის სარგებელს არ იძლევა, თუ ის კრონიკაპიტალიზმის ვიწრო წრეში რჩება და საშუალო ოჯახებამდე ვერ აღწევს", - ვკითხულობთ განცხადებაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ოცნების

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 142 სტატია.

  • გამჭვირვალობა: "ლილო მოლის" მეწილეებმა "ქართულ ოცნებას" 3,5 მილიონი ლარი ჩაურიცხფორმულა
  • პარტიების აკრძალვის პროცესი "ქართული ოცნების" ნება კი არა, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული უფლება და კონსტიტუციური აქტია, რომელიც ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის და მსოფლიო დემოკრატიული ქვეყნების პრაქტიკის შესაბამისია - ირაკლი ქადაგიშვილირუსთავი 2
  • “ოცნებაში“ პარტიების აკრძალვის საფუძვლად, 2024 წლის არჩვენების წინ ოპოზიციის მხრიდან ერთობლივ მუშაობას ასახელებენტვ პირველი
  • „ოცნება“ კვლავ არაა მიწვეული ევროკავშირის გაფართოების ფორუმზენეტგაზეთი
ოცნების →ყოფილი →არამედ →

მსგავსი სტატიები

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

BM.GE