მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. „ოცნება“ კვლავ არაა მიწვეული ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე - Netgazeti
„ოცნება“ კვლავ არაა მიწვეული ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე - Netgazeti

„ოცნება“ კვლავ არაა მიწვეული ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე - Netgazeti

ნეტგაზეთი14 ოქტომბერი, 2026, 18:01|netgazeti.ge

საქართველოს მთავრობა კვლავ არ არის მიწვეული გაფართოების ფორუმზე, რომელიც 15-16 ნოემბერს ბრიუსელში გაიმართება.

საქართველოდან სპიკერებს შორის მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი, ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაა.

გაფართოების ფორუმის მონაწილეებს შორის არიან მაღალი დონის ეროვნული და რეგიონული პოლიტიკური ლიდერები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, მეწარმეები, ხელოვანები და პოლიტიკის ექსპერტები როგორც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან, ასევე გაფართოების ქვეყნებიდან.

ფორუმზე სიტყვით გამოვლენ ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები — ურსულა ფონ დერ ლაიენი და ანტონიუ კოშტა, ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი, ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი, მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ, უკრაინის პრემიერ-მინისტრი სერჰი კორეცკი, ალბანეთის პრემიერი ედი რამა, პოლონეთის, საფრანგეთის, გერმანიის, უნგრეთის, ესპანეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები და სხვა.

2026 წლის გაფართოების ფორუმის „ფართო ევროპა — უფრო ძლიერი ევროპა“ მიზანია განიხილოს ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივა მიმდინარე გეოპოლიტიკური გამოწვევებისა და დაგეგმილი ცვლილებების ფონზე. ფორუმის მონაწილეები იმსჯელებენ, როგორ შეუძლია ევროკავშირს დამსახურებაზე დაფუძნებული გაწევრიანების პროცესის დაჩქარება.

„გაფართოება ჩვენთვის გეოსტრატეგიული იმპერატივი და გრძელვადიანი ინვესტიციაა ჩვენს მშვიდობაში, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაში. ის დარჩება დამსახურებაზე დაფუძნებული. თუმცა უფრო დინამიკური უნდა გახდეს, რადგან დამსახურებაზე დაფუძნებული არ ნიშნავს ნელ ტემპს. ეს ნიშნავს სამართლიანს და პროგნოზირებადს“, — განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

გაფართოების ევროკომისარი მარტა კოსი უკვე მეორედ მასპინძლობს გაფართოების ფორუმს. ევროკავშირის მიერ საქართველოს ხელისუფლებასთან მაღალი დონის კომუნიკაციის შემცირების პოლიტიკის ფარგლებში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ფორუმზე არც წინა წელს მიუწვევიათ.

„საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ქაღალდზე არსებობს“ | გაფართოების ანგარიში

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 225 სტატია.

  • ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში ჩინეთთან სავაჭრო პოლიტიკის შესაძლო გამკაცრების საკითხს განიხილავენBM.GE
  • „ოცნების ხელისუფლება ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე მიწვეული არ არის“ფორმულა
  • "ქართულ ოცნებაში" ევროკავშირის წარმომადგენლობის მხრიდან სიძულვილის ენის წახალისების კიდევ ერთ მაგალითზე საუბრობენ - დაიბარებენ თუ არა პაველ ჰერჩინსკის მორიგ ჯერზე საგარეო საქმეთა სამინისტროშირუსთავი 2
  • ზელენსკი ევროკავშირს ახალი სანქციებისთვის მადლობას უხდისტვ პირველი
ევროკავშირის →ოცნების →

მსგავსი სტატიები

ფაშინიანმა ბაქოს ტერიტორიების გაცვლა შესთავაზა

ფაშინიანმა ბაქოს ტერიტორიების გაცვლა შესთავაზა

ნეტგაზეთი

ზუგდიდში მამა-შვილი დაჭრეს

ზუგდიდში მამა-შვილი დაჭრეს

ნეტგაზეთი

რუსეთი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის საბანკო სისტემაზე კონტროლს აძლიერებს

რუსეთი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის საბანკო სისტემაზე კონტროლს აძლიერებს

ნეტგაზეთი