მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. “ოცნებას” პრემია/დანამატისთვის ფული აქვს, თუმცა ბავშვების წამლისთვის თანხები არ მოიძებნება - გიგა ფარულავა
“ოცნებას” პრემია/დანამატისთვის ფული აქვს, თუმცა ბავშვების წამლისთვის თანხები არ მოიძებნება - გიგა ფარულავა

“ოცნებას” პრემია/დანამატისთვის ფული აქვს, თუმცა ბავშვების წამლისთვის თანხები არ მოიძებნება - გიგა ფარულავა

BM.GE12 მაისი, 2026, 23:48|bm.ge

“გახარია საქართველოსთვის” წევრი გიგა ფარულავა მმართველი გუნდის ახალ საკანონმდებლო ინიციატივას ეხმაურება, რომელიც პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის პრემია-დანამატების გაცემას ითვალისწინებს.

თუ დღემდე მოქმედი წესით, სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღება შეზღუდული ჰქონდათ როგორც მთავრობის წევრებს, სახელმწიფო რწმუნებულებსა და მერებს, ისე მათ მოადგილეებს, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში ცვლილებებით, მინისტრების, სახელმწიფო რწმუნებულებისა და მერების მოადგილეებს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა ექნებათ. მთავრობის ადმინისტრაცია განმარტავს, რომ უშუალოდ ხელმძღვანელი პირებისთვის ასეთი შეზღუდვა ინტერესთა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად არის დაწესებული, თუმცა მოადგილეების შემთხვევაში მსგავსი რისკი ნაკლებად არსებობს, რადგან მათი გადაწყვეტილებები ზემდგომი პირების კონტროლქვეშ ექცევა.

ფარულავას განცხადებით, აღნიშნული კანონპროექტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ხელისუფლების ორმაგ სტანდარტს საკუთარი მოქალაქეების მიმართ.

როგორც ის აღნიშნავს, მაშინ როდესაც "ქართულმა ოცნებამ" უარი თქვა მინიმალური ხელფასის დაწესებაზე, მაგალითად, ბაღის თანამშრომლებისთვის, რომლებიც 700-800 ლარს იღებენ და პენსიის 200 ლარით გაზრდაზე, ახლა პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის ანაზღაურების კიდევ უფრო გაზრდას ცდილობს.

"რომ არაფერი ვთქვათ რიცხვებზე, რომელიც შეიძლება ბიუჯეტს დააწვეს ჯამურად, საინტერესოა მათი არგუმენტი, რატომ უთხრეს უარი რიგით თანამშრომლებს ღირსეულ ხელფასზე და რა დამატებითი სამუშაო უნდა განახორციელონ მინისტრების, მერებისა თუ გუბერნატორების მოადგილეებმა, რომლებისთვისაც პრემიებს აწესებენ? მათი ანაზღაურება ისედაც 4-5-ჯერ აღემატება რიგითი დასაქმებულების ხელფასს," - აცხადებს ოპოზიციონერი დეპუტატი.

ფარულავამ ასევე ყურადღებას ამახვილებს სოციალურ პრობლემებზე და აღნიშნავს, რომ ხელისუფლება მესამე კვირაა არასათანადოდ კომუნიცირებს იმ მშობლებთან, რომლებიც შვილებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მედიკამენტებს ითხოვენ.

"ხელისუფლებას, როდესაც სურს, ყოველთვის აქვს ფინანსური რესურსი პოლიტიკური პირებისთვის პრემია-დანამატების გასაცემად, თუმცა ბავშვებისთვის წამლის ან საჯარო მოხელეებისთვის ღირსეული ხელფასის მისაცემად თანხები არ მოიძებნება. ჩვენი მხრიდან ამ კანონპროექტს მხარდაჭერა არ ექნება," - აღნიშნა bm.ge-სთან გიგა ფარულავამ.

კანონპროექტის მიხედვით, დანამატი და ჯილდო გაიცემა ზემდგომი თანამდებობის პირის გადაწყვეტილებით, კანონით განსაზღვრული ზღვრული ოდენობებისა და შესაბამის ბიუჯეტში გათვალისწინებული სახსრების ფარგლებში. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ სახელფასო დანამატის ერთდროული ოდენობა ვერ გადააჭარბებს შესაბამისი თანამდებობრივი სარგოს ერთ თვიურ ოდენობას, ხოლო წლის განმავლობაში მიღებული დანამატი წლიური ხელფასის 20%-ზე მეტი არ იქნება. ფულადი ჯილდოს საერთო ოდენობა კი წლის განმავლობაში თანამდებობრივი სარგოს 10%-ით შემოიფარგლება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ოცნების

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 142 სტატია.

  • გამჭვირვალობა: "ლილო მოლის" მეწილეებმა "ქართულ ოცნებას" 3,5 მილიონი ლარი ჩაურიცხფორმულა
  • პარტიების აკრძალვის პროცესი "ქართული ოცნების" ნება კი არა, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული უფლება და კონსტიტუციური აქტია, რომელიც ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის და მსოფლიო დემოკრატიული ქვეყნების პრაქტიკის შესაბამისია - ირაკლი ქადაგიშვილირუსთავი 2
  • “ოცნებაში“ პარტიების აკრძალვის საფუძვლად, 2024 წლის არჩვენების წინ ოპოზიციის მხრიდან ერთობლივ მუშაობას ასახელებენტვ პირველი
  • „ოცნება“ კვლავ არაა მიწვეული ევროკავშირის გაფართოების ფორუმზენეტგაზეთი
ოცნების →

მსგავსი სტატიები

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE