მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „ოცნების“ დეპუტატმა ლევან მახაშვილმა 2025 წელს ბაკურიანში ბინა შეიძინა - ქონებრივი დეკლარაცია
„ოცნების“ დეპუტატმა ლევან მახაშვილმა 2025 წელს ბაკურიანში ბინა შეიძინა - ქონებრივი დეკლარაცია

„ოცნების“ დეპუტატმა ლევან მახაშვილმა 2025 წელს ბაკურიანში ბინა შეიძინა - ქონებრივი დეკლარაცია

BM.GE15 მაისი, 2026, 04:00|bm.ge

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მახაშვილმა გასულ წელს ბაკურიანში ბინა იყიდა. მმართველი პარტიის წევრმა დეკლარაცია შეავსო, რომელშიც მისი 2025 წლის ქონებრივი მდგომარეობაა ასახული.

XI მოწვევის პარლამენტის წევრს საკუთრებაში აქვს თბილისში ბინები - ყაზბეგის გამზირზე 51 კვ.მ., მინდელიქ ქუჩაზე 52.5 კვ.მ., გივი კარტოზიას ქუჩაზე 105.2 კვ.მ., რომლის 50%-იანი წილის მესაკუთრე მისი ცოლი განა შევჩენკოა. მახაშვილის ცოლის საკუთრებაშია ასევე უკრაინაში, კიევში 53.7 კვ.მ-ის ფართობის ბინა. ლევან მახაშვილმა დაბა ბაკურიანში 39.5 კვ.მ. ბინა 31 000 დოლარად იყიდა, რაც გასავალში დააფიქსირა.

განა შევჩენკო ნაღდი დანაზოგის სახით ინახავს ასევე 20 000 დოლარს. მას, როგორც ინდმეწარმეს გასულ წელს 95 420 ლარის შემოსავალი ჰქონდა.

ქონებრივი დეკლარაციიდან ჩანს, რომ დეპუტატი ლევან მახაშვილს 2025 წელს პარლამენტში მუშაობისთვის 119 731 ლარის ხელფასი აქვს აღებული. ის თსუ-ში მიწვეული ლექტორიც იყო, რისთვისაც 1809 ლარი გადაუხადეს. „აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში“ და „ევროპის უნივერსიტეტში“ კი ის ასოცირებული პროფესორი იყო, რისთვისაც ანაზღაურების სახით 4 422 ლარი და 1 937 ლარი აიღო.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ოცნების

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 142 სტატია.

  • გამჭვირვალობა: "ლილო მოლის" მეწილეებმა "ქართულ ოცნებას" 3,5 მილიონი ლარი ჩაურიცხფორმულა
  • პარტიების აკრძალვის პროცესი "ქართული ოცნების" ნება კი არა, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული უფლება და კონსტიტუციური აქტია, რომელიც ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის და მსოფლიო დემოკრატიული ქვეყნების პრაქტიკის შესაბამისია - ირაკლი ქადაგიშვილირუსთავი 2
  • “ოცნებაში“ პარტიების აკრძალვის საფუძვლად, 2024 წლის არჩვენების წინ ოპოზიციის მხრიდან ერთობლივ მუშაობას ასახელებენტვ პირველი
  • „ოცნება“ კვლავ არაა მიწვეული ევროკავშირის გაფართოების ფორუმზენეტგაზეთი
ოცნების →

მსგავსი სტატიები

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE