მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ["ოცნების" მთავრობის] ხელში ქართველი სტუდენტის ყოველდღიურობას "დოშირაკი" ჰქვია - ტატა ხვედელიანი
["ოცნების" მთავრობის] ხელში ქართველი სტუდენტის ყოველდღიურობას "დოშირაკი" ჰქვია - ტატა ხვედელიანი

["ოცნების" მთავრობის] ხელში ქართველი სტუდენტის ყოველდღიურობას "დოშირაკი" ჰქვია - ტატა ხვედელიანი

BM.GE28 მაისი, 2026, 16:35|bm.ge

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა და პარლამენტის დეპუტატმა, ტატა ხვედელიანმა პარლამენტში გამოსვლისას მწვავედ გააკრიტიკა განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმა. მისი განცხადებით, მმართველმა გუნდმა სისტემაზე „ექსპერიმენტის“ ჩატარება გადაწყვიტა. ხვედელიანის თქმით, რეფორმის ავტორები შორს დგანან ახალგაზრდების რეალური პრობლემებისგან, რაც უკიდურეს სოციალურ-ეკონომიკურ სიდუხჭირესა და სტუდენტების მძიმე შრომას უკავშირდება.

დეპუტატმა სიტყვით გამოსვლისას ვრცლად ისაუბრა რეფორმის ავტორების კომპეტენციასა და იმ გაურკვევლობაზე, რომელშიც მისი თქმით აბიტურიენტები აღმოჩნდნენ.

„ოცნებამ გადაწყვიტა განათლების სისტემაზე ჩაეტარებინა ექსპერიმენტი, რომელზეც იმუშავეს საუკეთესო ექსპერტებმა - გაყიდვების კონსულტანტმა ირაკლი კობახიძემ, რომელიც ბოლო პერიოდში კორპუსების და უხარისხო ხორცის გაყიდვით იყო დაკავებული; მასონების მკვლევარმა მარიამ ლაშხმა, რომელსაც მასონების მართლა სჯერა და რაც მთავარია ციხეების ექსპერტმა ბატონმა მიქანაძემ, რომელიც განათლების რეფორმაზე მუშაობამდე ნაცმოძრაობის პატიმრების სისტემური წამების ეპოქაში ამ წამების სრუქტურის ხელმძღვანელად მუშაობდა და ციხის ბუნტის ჩახშობის ბიოგრაფიით გადმოხტა „ოცნების“ განათლების სისტემაში.

ინტერესთა კონფლიქტში მყოფი კობახიძისა და მიქანაძის დუეტს, სადაც ერთი ამტკიცებს, რომ მთავრობაში არც ერთი „ნაცი“ ეყოლება, მეორე კი თავად ნაცია, უწევთ საკუთარი საპატიო თავმჯდომარის მორიგი ახირების შესრულება. ივანიშვილმა ვერ აქცია საკუთარი პროექტები ფინანსურად წარმატებულად , GDS-დან ვერ მიიღო მოგება და იმედზე პარაზიტობა გადაწყვიტა, BLACK SEA ARENA-დან ვერ მიიღო ფინანსური სარგებელი და სახელმწიფო ბალანსზე გადაიყვანა, საიდანაც 29 მილიონი იხარჯება ამ ტერიტორიის შენახვისთვის და ახლა მთელი სახელმწიფო რესურსით ცდილობს სტუდენტების იძულებით გადამისამართებას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში.

ამ სიის გაცნობის შემდეგ აღარავის უნდა უკვირდეს, რატომ მივიღეთ სისტემა, სადაც აბიტურიენტი ჯერ ფაკულტეტს ირჩევს და მხოლოდ შემდეგ იგებს, ქინდერ სიუპრიზივით რომელ ქალაქში მოუწევს სწავლა, რა პირობებში და საერთოდ რა ხარისხის განათლებას მიიღებს “.

ტატა ხვედელიანმა ყურადღება გაამახვილა სტუდენტების მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე. მისი თქმით, მაშინ როცა ახალგაზრდებს ელემენტარული საცხოვრებელი პირობები არ აქვთ და იაფფასიანი საკვებით იკვებებიან, ჩინოვნიკების შვილები დასავლურ განათლებას იღებენ.

„რამდენად შორს უნდა იდგე ახალგაზრდებისგან, რომ ვერ ხედავდე მათ რეალურ პრობლემებს? ვერ ხედავდე, რომ სტუდენტისთვის მთავარი გამოწვევა ბევრი ფაკულტეტი ერთ უნივერსიტეტში კი არა, სიღარიბე, დაბალი ანაზღაურება და განათლების ხარისხია. მოდი პირდაპირ ვთქვათ - ქართველი სტუდენტის ყოველდღიურობას დოშირაკი ჰქვია. დაბალი ხარისხის იაფფასიანი საკვები გახდა სტუდენტური ცხოვრების სიმბოლო. სტუდენტები საცხოვრებელთან მიმსგავსებული ფართის ქირაში იხდიან იმ ფულს, რომელსაც ღამის ცვლებში, მარკეტებში და სხვა დამღლელ სამუშაოებზე გამოიმუშავებენ.

ასეთი გენიალური მოდელის მოფიქრების შემდეგ უბრალოდ მონიტორინგი მინდა გავუწიო, რომელიმე ჩინოვნიკის ოჯახის წევრი თუ ისწავლის თელავის ან გორის უნივერსიტეტში. მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, რომ თქვენი შვილები თელავსა და გორში კი არა - საქართველოშიც კი არ სწავლობენ. თქვენ ევროპული კეთილდღეობა, დასავლური განათლების ცენზი მხოლოდ საკუთარი ოჯახებისთვის გინდათ - თუმცა ქართველ სტუდენტს თამამად იმეტებთ ღამეების თევისთვის და მძიმე შრომისთვის", - განაცხადა ხვედელიანმა.

დეპუტატის მტკიცებით, ხელისუფლება რეალური პრობლემების მოგვარების ნაცვლად, საუკეთესო ახალგაზრდებს პერსპექტივას უკარგავს, რადგან სამუშაო ადგილების არქონის გამო სხვა ქალაქებში სტუდენტები სწავლას საერთოდ ვერ შეძლებენ.

„ამ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება აქცენტს არა სოციალურად სტაბილურ სტუდენტზე აკეთებს, არამედ პრობლემას ხედავს მხოლოდ იმაში, რომ ერთ უნივერსიტეტში ორი სხვადასხვა ფაკულტეტია. დღეს თუ რამე დგას სტუდენტსა და ღირსეულ მომავალს შორის - ეს არის ოცნება თავისი არაკომპეტენტურობით, აგრესიული უვიცობით და ხალხის გასაჭირისადმი უგრძნობლობით, გაუმაძღრობით, კორუფციით და ნეპოტიზმით - რომელიც ამ გამოწვევების გავლის მერეც კი საუკეთესო ახალგაზრდებს ასეთი ტანჯვის ფასად მიღებულ განათლებას უუფასურებს, კარიერულ გზებს უხერგავს იმიტომ რომ თავისი ნათესავების, შვილების, მეგობრების და პარტაქტივისთვის აქვთ გასაყოფი ყველა პერსპექტივა.

„ოცნებამ“ მოსპო სივრცე, სადაც ადამიანები წინსვლას განათლების, ნიჭისა და უნარების მიხედვით შეძლებდნენ. სტუდენტებს, რომლებიც წლების მანძლზე ელოდნენ საერთო საცხოვრებელს, ახლა სთავაზობთ უბრალოდ სხვა ქალაქში ცხოვრებას. სტუდენტები, რომელიც საკუთარი შრომით ცხოვრებენ და წელგამართული ოჯახები არ უდგათ უკან, საერთოდ ვერ შეძლებენ სწავლას თქვენ მოწყობილ განათლების სისტემში, რადგან იმ ქალაქებში უბრალოდ არ არსებობს სამუშაო ადგიულები და ადეკვატური ანაზღაურება “.

გამოსვლის დასკვნით ნაწილში ხვედელიანმა ისაუბრა მინიმალური ხელფასის დაწესებაზე უარის თქმასა და უნივერსიტეტში სტუდენტების დაკავების ფაქტებზე, რაც, მისი თქმით, საზოგადოების დაშინების მცდელობაა.

„ამდენი ადამიანი შეიკრიბეთ და დათანხმდით ამ რეფორმას თუმცა იცით რას არ დათანხმდით? ადამიანებისთვის მინიმალური ხელფასის დაწესებას, რომელიც მათ მსყიდველ უნარიანობას ოდნავ მაინც გააუმჯობესებდა. კორუფციისთვის დაჭერილმა ღარიბაშვილმა სტუდენტებს გადასახადები მაინც გაუნახევრა - კობახიძეს კი სტუდენტების წინაშე ის „დამსახურება“ აქვს, რომ ერთადერთი ლექტორი იყო, რომელიც სტუდენტებთან აუდიტორიაში დაცვით შედიოდა. რთულია დავიჯეროთ, რომ სტუდენტებზე ზრუნავთ, როცა მთელი ქვეყანა უყურებდა, როგორ დააკავეს სტუდენტი გოგონა უნივერსიტეტში, კამერების წინ, ბორკილებით, თითქოს საშიში კრიმინალი ყოფილიყო. კი მთელმა ქვეყანამ დაინახა ის ვნება რაც ამ კადრის შექმნაში ჩადო ოცნებამ.

უსამართლობა იქნებოდა მხოლოდ თქვენთვის დაგვებრალებინა, რომ თქვენ გადგმოგყვათ ნაცების სასჯელაღსრულების სისტემის ესთეტიკა განათლების სისტემაში და ლექციებზე ამიტომ ეჭრებით ახალგაზრდებს ბორკილებით, თუმცა ეს არა მხოლოდ თქვენი არამედ, თქვენი საპატიო თავმჯდომარის ვნებაა - საზოგადოება შეაჩვიოთ აზრს, რომ ახალგაზრდები ქვეყნის მომავალი კი არა, პრობლემა და კრიმინალია. თქვენ ყველას დამორჩილება, დაჩაგვრა, მოსყიდვა ან დაშინება უფრო მარტივად შეგიძლიათ, მაგრამ უსამართლობა უძლურია ჩაგვრასთან ბრძოლის იმ ბუნებრივ, ორგანულ სწრაფასთან, რაც ყოველ ახალ თაობაში ახალი ენერგიით იფეთქებს - ამიტომ არის ახალგაზრდობა ოცნების მთავარი საფრთხე - და უკვე მთავარი სამიზნეც “, - განაცხადა ტატა ხვედელიანმა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სარფის და "ქუთაისის აეროპორტის" საბაჟოებზე €170 240-ს და $200 200-ის არადეკლარირებული თანხის შემოტანა აღკვეთეს

სარფის და "ქუთაისის აეროპორტის" საბაჟოებზე €170 240-ს და $200 200-ის არადეკლარირებული თანხის შემოტანა აღკვეთეს

BM.GE

რუსეთმა ყაზახეთთან $16.5 მილიარდიანი შეთანხმება გააფორმა - რას მოიცავს გარიგება?

რუსეთმა ყაზახეთთან $16.5 მილიარდიანი შეთანხმება გააფორმა - რას მოიცავს გარიგება?

BM.GE

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

BM.GE

წალკაში, ყველის არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა - სეს

წალკაში, ყველის არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა - სეს

BM.GE