მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. პაკისტანში კრიპტო შეიზღუდება?
პაკისტანში კრიპტო შეიზღუდება?

პაკისტანში კრიპტო შეიზღუდება?

BM.GE17 ივლისი, 2026, 03:15|bm.ge

პაკისტანის ვირტუალური აქტივების მარეგულირებელმა ორგანომ (PVARA) ქვეყნის წამყვან ისლამურ სემინარიას ციფრული ტოკენების კლასიფიკაციის თაობაზე მიმართა. როგორც ირკვევა, უწყების ეს ნაბიჯი გავლენიანი რელიგიური სასწავლებლის მიერ კრიპტოთი ვაჭრობის ჰარამად გამოცხადებას უკავშირდება.

რელიგიური განჩინების მიხედვით, კრიპტოაქტივები ისლამური სამართლით სიმდიდრედ არ მიიჩნევა, რამაც ქვეყანაში ციფრული ბაზრის რეგულირების პროცესი მნიშვნელოვნად შეაფერხა. პაკისტანის ხელისუფლება, რომელიც კრიპტობირჟების ლიცენზირების რეფორმას აქტიურად ახორციელებს, შექმნილ ვითარებაში გამოსავლის პოვნას ცდილობს.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ისლამური სემინარიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მუსლიმურ სახელმწიფოებში კრიპტოინვესტორების აქტივობაზე ნეგატიური გავლენა ექნება. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში სავაჭრო მოცულობები ჯერ კიდევ სტაბილურია, ზოგიერთმა მსხვილმა მოთამაშემ კაპიტალის რეალოკაცია უკვე დაიწყო და თუ მარეგულირებელსა და სემინარიას შორის კომპრომისული შეთანხმება არ შედგება, შესაძლოა, მორწმუნე ინვესტორებმა კრიპტოაქტივები გაყიდონ, რადგან მისი ფლობა ჰარამია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

როგორი იყო აგვისტოს თვე კავკასიის რეგიონისთვის?

როგორი იყო აგვისტოს თვე კავკასიის რეგიონისთვის?

BM.GE

Air China-ის ზარალი 2026 წლის პირველ ნახევარში $341 მილიონამდე გაიზარდა - Reuters

Air China-ის ზარალი 2026 წლის პირველ ნახევარში $341 მილიონამდე გაიზარდა - Reuters

BM.GE

ევროპის რომელ ქალაქებშია ბინები ყველაზე ძვირი?|რეიტინგი

ევროპის რომელ ქალაქებშია ბინები ყველაზე ძვირი?|რეიტინგი

BM.GE

ჯუთაში გზის პრობლემა რომ არ იყოს, უფრო მეტს შევძლებდით - Fifth Season

ჯუთაში გზის პრობლემა რომ არ იყოს, უფრო მეტს შევძლებდით - Fifth Season

BM.GE