მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Palantir-ის შემოსავალი რეკორდულად გაიზარდა და მოლოდინს გადააჭარბა
Palantir-ის შემოსავალი რეკორდულად გაიზარდა და მოლოდინს გადააჭარბა

Palantir-ის შემოსავალი რეკორდულად გაიზარდა და მოლოდინს გადააჭარბა

BM.GE6 მაისი, 2026, 04:41|bm.ge

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანია Palantir-მა 2026 წლის პირველი კვარტალის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა და უოლ-სტრიტის ანალიტიკოსების პროგნოზებს მნიშვნელოვნად გადააჭარბა.

როგორც ირკვევა, ბოლო სამ თვეში კომპანიის შემოსავალი 85%-ით გაიზარდა და $1.63 მილიარდი შეადგინა, რაც 2020 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. წმინდა მოგება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის გაოთხმაგდა და $870.5 მილიონს მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ თუ გასულ წელს თითო აქციაზე მოგება $0.8 ცენტს შეადგენდა, ამჯერად მაჩვენებელი $0.33 ცენტამდე გაიზარდა. არსებული მონაცემებით, კომპანიის თავისუფალი ფულადი ნაკადების პროგნოზი მიმდინარე წლისთვის $4.4 მილიარდამდე გაიზარდა.

როგორც ირკვევა, კომპანიის ზრდაში მთავარი როლი ამერიკულმა სამთავრობო და კომერციულმა სექტორებმა ითამაშეს. აშშ-ის საჯარო უწყებებიდან მიღებული შემოსავალი 84%-ით გაიზარდა და $687 მილიონი შეადგინა. ამასთან, ამერიკულ კომერციულ ბაზარზე შემოსავლების 133%-იანი მატება დაფიქსირდა.

ფინანსური წარმატების მიუხედავად, მიმდინარე წელს კომპანიის აქციების ფასი ბირჟაზე 18%-ით შემცირდა. ანალიტიკოსები ამ ვარდნას ხელოვნური ინტელექტის სფეროში მომუშავე ახალი კონკურენტების გააქტიურებას უკავშირებენ. პარალელურად, ინვესტორების არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა კომპანიის მიერ სამომავლო ვალდებულებების მოცულობის $4.45 მილიარდამდე ზრდას, რაც გასული წლის მონაცემს ორჯერ აღემატება. თუმცა, როგორც აღმასრულებელი დირექტორი, ალექს კარპი განმარტავს, Palantir-ი სხვა დეველოპერებისგან განსხვავებულ გზას გადის და, შესაბამისად, ის პარტნიორებისთვის რეალური სარგებლის გაზიარებას მარტივად შეძლებს.

ცნობისთვის, Palantir-ის ტექნოლოგიები აშშ-სა და მის მოკავშირეებს სამხედრო კონფლიქტებში უპირატესობას ანიჭებს. ის მილიონობით მონაცემის დროულ ანალიზს ატარებს და კონტრაქტორებს უკონკურენტო მომსახურებას რეალურ დროში უწევს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE