მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. პარლამენტი ლუდის ხარშვის ქართული ტრადიციის UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში წარდგენას გეგმავს
პარლამენტი ლუდის ხარშვის ქართული ტრადიციის UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში წარდგენას გეგმავს

პარლამენტი ლუდის ხარშვის ქართული ტრადიციის UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში წარდგენას გეგმავს

BM.GE8 ივნისი, 2026, 20:40|bm.ge

საქართველოს პარლამენტი ლუდის ხარშვის ქართული ტრადიციის UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში წარსადგენად მუშაობას იწყებს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი უკვე შექმნილია და მას სოფლის მეურნეობის კომიტეტი უხელმძღვანელებს.

"მადლობა მინდა ვუთხრა სოფლის მეურნეობის კომიტეტს ამ სამუშაო ჯგუფის შექმნისთვის. სწორედ სოფლის მეურნეობის კომიტეტი იყო ის, რომელმაც თავის დროზე ხორბლისა და პურის ცხობის ტრადიციის იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში წარდგენის მიმართულებით იმუშავა და ეს პროცესი წარმატებით დასრულდა", – განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, ბოლო საერთაშორისო სამეცნიერო კვლევებით დადასტურებულია, რომ საქართველო არა მხოლოდ ვაზის, არამედ ხორბლის სამშობლოცაა, რის გამოც მნიშვნელოვანია ამ თემის პოპულარიზაცია. მისივე ცნობით, სწორედ ხორბლისა და პურის ტრადიციის UNESCO-ს აღიარების წარმატებულმა გამოცდილებამ გააჩინა იდეა, რომ მომზადდეს ლუდის ხარშვის ქართული ტრადიციის ნომინაციაც.

„პარლამენტი ამ მხრივ კარგი პლატფორმაა როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, ისე სამეცნიერო წრეების ჩართულობისთვის. სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარემ, გელა სამხარაული, ეს საკითხი ითავა. სამუშაო ჯგუფი უკვე შექმნილია და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მოწვევის განმავლობაში იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში კიდევ ერთი ქართული ტრადიციის აღიარებას შევძლებთ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისი განცხადებით, სამუშაო ჯგუფი დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით მოამზადებს ლუდის ხარშვის ტრადიციის ნომინაციის დოსიეს, რომელიც შემდგომ იუნესკოს წარედგინება.

შეგახსენებთ, ქართული ლუდის ტრადიციების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ 25 მაისს გახდა ცნობილი. პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარის, გელა სამხარაულის ინფორმაციით, ჯგუფი ქართული ლუდისა და განსაკუთრებით მთის ლუდის ტრადიციების დაცვის, განვითარების და პოპულარიზაციის მიმართულებით იმუშავებს. საკითხზე მუშაობა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან თანამშრომლობით მიმდინარეობს, ხოლო სამუშაო ჯგუფის მიზანი შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება და ქართული ლუდის ტრადიციების საერთაშორისო აღიარების ხელშეწყობაა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE